Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

შშმ პირთა უფლებებზე კაჭრეთში ტრენინგი ჩატარდა

მიმდინარე წლის 17-18 ივლისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებმა გაიარეს ტრენინგი თემაზე - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები: საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები. ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამის..

2022-07-20

„პარალეგალთა“ გადამზადების პირველი ეტაპი დაიწყო

საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისა და თითოეული ადამიანის მართლმსაჯულებაზე ეფექტური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის იურიდიული დახმარების სამსახური ახორციელებს არაერთ საინტერესო ინიციატივას. ამ მიზნით, 2022 წლის 18 ივლისს, ამერიკის ..

2022-07-20

იურიდიული დახმარების სამსახურის და "უფლებები საქართველოს“ იურისტებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს

იურიდიული დახმარების სამსახურის და "უფლებები საქართველოს“ იურისტებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს  12 ივლისს, თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროში გაიმართა შეხვედრა  საზოგადოებრივ ადოკატებსა და ორგანიზაცია  "უფლებები საქ..

2022-07-18

სამსახურის დირექტორი მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობდა

11 ივლისს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი მონაწილეობდა საქართველოში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის გახსნის ღონისძიებაში. ცენტრი გაიხსნა საქართველოს ოკუპირებული ტ..

2022-07-18

ბორჯომში იურიდიული დახმარების საბჭოს გაფართოებული სხდომა ჩატარდა

13-15 ივლისს, ბორჯომში, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ჩატარდა იურიდიული დახმარების საბჭოს გაფართოებული სხდომა, რომელსაც საბჭოს წევრებთან ერთად სამსახურის ადმინისტრაციის, ბიუროების წარმომადგენლები დაესწრნენ. ასევე, მოწვეული ექსპერ..

2022-07-18

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადება:

იურიდიული დახმარების სამსახურის წარმოებაშია ორი არასრულწლოვანის საქმე. არასრულწლოვანები არიან სექსუალური ძალადობს მსხვერპლი და ცნობილი არიან დაზარალებულად. აღნიშნულ საქმეში ბრალი  წაყენებული აქვს მამინაცვალს. ჩვენი ინფორმაციით, ტელეკომპანია &quo..

2022-07-08

გაიხსნა სასწავლო ცენტრის ოფისი ქუთაისში

2 ივლისს, ქუთაისში, (სადგურის მოედანი #3) იურიდიული დახმარების სამსახურის სასწავლო ცენტრი გაიხსნა. ახალგარემონტებული ოფისი აღჭურვილია ტრენინგ ცენტრისათვის აუცილებელი ყველა საჭირო ავეჯითა და ტექნიკით.  იურიდიული დახმარების სამსახური, განგრძობა..

2022-07-04

დმანისის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო კამპანიის ნაწილი დამთავრდა

30 ივნისს, ქვემო ქართლის რეგიონში დამთავრდა საინფორმაციო კამპანიის ნაწილი, რომელიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.  კამპანიაში, რომელიც ორგანიზებულია შერიგებისა და ..

2022-07-01

სოფელ ბოლნისსა და ტალავერში საინფორმაციო კამპანია გაგრძელდა

29 ივნისს, შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ეთნიკური უმცირესობებისათვის ორგანიზებული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, იურიდიული დახმარების სამსახურის რუსთავის ბიუროს კონსულტანტი დავით ჯიქია და  ..

2022-07-01

ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი სექსუალური ძალადობის საკითხებზე

2022 წლის 30 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები მონაწილეობდნენ ტრენერთა ტრენინგში სახელწოდებით - "სექსუალური ძალადობის საკითხები ადვოკატებისთვის". ტრენინგი გაეროს ქალთა ორგანიზაციის,(UN WOMEN), შვედეთის მ..

2022-06-30