Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

ხელოვნური ინტელექტის გერმანულ პროგრამას იურიდიული დახმარების სამსახური გამოიყენებს

7 სექტემბერს, ბერლინში, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურსა და კომპანია knowledgeTools International GmbH - ს შორის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. შეთანხმება მოიცავს პროგრამა „LOGOS“ - ის გამოყენებას იურიდიული დახმარების სამსახურის მუშაობის..

2022-09-08

ტყიბულში ამოქმედდა იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრი

26 აგვისტოს, ტყიბულში, იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამსახურის დირექტორმა, რაჟდენ კუპრაშვილმა, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა და ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიურო..

2022-08-30

ვანში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

25 აგვისტოს, ვანში, იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა, ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და ქუთაისის იურიდიული დახმარების..

2022-08-30

გაიხსნა სამტრედიის საკონსულტაციო ცენტრი

24 აგვისტოს, სამტრედიაში, იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამსახურის დირექტორმა, რაჟდენ კუპრაშვილმა, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ და ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიურო..

2022-08-25

ხარაგაულში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

23 აგვისტოს, ხარაგაულში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. ღონსიძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა და იურიდიული დახმარების სამსახურის ზე..

2022-08-25

ჩატარდა ტრენინგი - წამების აკრძალვისა და სიცოცხლის უფლების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები

მიმდინარე წლის 30 – 31 ივლისს იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე - წამების აკრძალვისა და სიცოცხლის უფლების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები.  აღნიშნული ტრენინგი ორგანიზებულია სამხრეთ კავკასიაში გაე..

2022-08-02

ბათუმში ტრენერთა ტრენინგი ჩატარდა

მიმდინარე წლის 27-29 ივლისს, იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი თემაზე - წამება, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა.  აღნიშნული ტრენინგი ორგანიზებულია სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლება..

2022-08-01

პირველ პარალეგალებს სერტიფიკატები გადაეცათ

25 ივლისს, ბათუმში, დასრულდა იურიდიული დახმარების სამსახურის პარალეგალთა რეესტრში ჩარიცხული პირველი პარალეგალების გადამზადება.   ვინ არის პარალეგალი? -  პარალეგალი არის არაიურისტი პირი, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ დაგეგმი..

2022-07-28

ბათუმში მოსამართლეებმა ტრენინგები ჩაატარეს კონსულტანტებისა და ადვოკატებისთვის

17-23 ივლისს, ბათუმში, USAID/Georgia სამართლის უზენაესობის პროგრამის ბათუმის ჰაბის ფარგლებში, იურიდიული დახმარების სამსახურის კონსულტანტებსა და ბათუმის სამსახურის ადვოკატებს შესაძლებლობა ჰქონდათ ➡ მოქმედ მოსამართლეებთან და სამართლის ექსპერტებთან ერთა..

2022-07-26

მესტიაში კონფერენცია ჩატარდა

მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ორგანიზებული საინფორმაციო კამპანიის - მოძრაობა „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი“ ფარგლებში, 20 ივლისს, სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის..

2022-07-25