Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

USAID/Georgia სამართლის უზენაესობის პროგრამამ სამსახურს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია

23 სექტემბერს, USAID/Georgia სამართლის უზენაესობის პროგრამამ იურიდიული დახმარების სამსახურს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია და გადმოსცა უმნიშვნელოვანესი ტექნიკური მოწყობილობები - საკომუნიკაციო კარადები, ქსელის აღჭურვილობა,  აპარატურა, ელექტრონული..

2022-09-26

ჩატარდა ტრენინგი ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესახებ

22-23 სექტემბერს, კახეთში, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით იურიდიული დახმარების სამსახურის კონსულტანტებისთვის ტრენინგი ჩატარდა. პირველ დღე ბავშვის საუკეთესო ინტერესების საკითხს ეძღვნებოდა.  მოწვეულმა ექსპერტმა, მოსამართლემ -..

2022-09-23

ზემო აჭარაში პარალეგალების მონაწილეობით შეხვედრები ჩატარდა

იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ინიცირებული მოძრაობის „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი“   ფარგლებში , 19 სექტემბერს ხულოსა და შუახევში, ხოლო 20 სექტემბერს ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარში,   ჩა..

2022-09-22

ბათუმის სასამართლოში პარალეგალების მონაწილეობით იმიტირებული პროცესი ჩატარდა

2022 წლის 18 სექტემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩაატარა. სასამართლო პროცესი ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვ..

2022-09-20

სამსახურის წლიური ანგარიში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოისმინეს

18 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა სამსახურის 2020 - 2021 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა. ანგარიშში შესულია სტატისტიკური ინფორმაცი..

2022-09-19

სამსახურის დირექტორი 12 პუნქტიანი გეგმის შემუშავებაში მონაწილეობს

19 სექტემბერს, იურიდიული დახმარების სასმახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა  მონაწილეობა მიიღო  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გამართულ ევროკომისიის 12 პუნქტიან რეკომენდაციაზე მომუშავე ჯგუფის სამუშაო შეხვედრაში. შეხვედ..

2022-09-19

სამსახურის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში პარლამენტის კომიტეტში მოისმინეს

 დღეს საქართველოს პარლამაენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე  იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა სამსახური 2021 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.   ..

2022-09-16

გურჯაანში იურიდიული დახმარების ბიურო გაიხსნა

2022 წლის 15 სექტემბერს, გურჯაანში (ნონეშვილის ქ.#4) იურიდიული დახმარების სამსახურის რიგით მე-14 ბიურო გაიხსნა. ამიერიდან უფასო სამართლებრივი დახმარება: იურიდიული კონსულტაცია, დოკუმენტაციის შედგენა და საადვოკატო წარმომადგენლობა კიდევ უფრო ხელმისაწვდო..

2022-09-15

ბათუმის ბიუროს USAID-ის დირექტორი ჯონ პენელი ესტუმრა

2022 წლის 14 სექტემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის ბათუმის ბიუროს ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორი ჯონ პენელი, USAID_ის მისიის საქართველოში დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტო..

2022-09-14

მარნეულში ქალთა უფლებებზე ისაუბრეს

8 სექტემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის მარნეულის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი ლალი ალუდაური მონაწილეობდა მარნეულის ქალთა ოთახის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში, რომელსაც მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალები დაესწრნენ - მათ შორის, ეთნიკური უმცირეს..

2022-09-14