Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

ადიგენში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულატაციო ცენტრი გაიხსნა

26 ოქტომბერს, ადიგენში (არტემ ბალახაშვილის  ქ.#19) იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. ცენტრში შესაძლებელი იქნება უფასო სამართლებრივი დახმარების მიღება ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის.  აქამდე ადიგენელ..

2022-10-27

მასწავლებლებისათვის ტრენინგი ჩატარდა

25-26 ოქტომბერს, მასწავლებელთა განვითარების ეროვნულ ცენტრში,  იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილემ დავით სიმონიამ საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებისა და მოადგილეებისთვის ჩაატარა ტრენინგი თემაზე "ბავშვის უფლებათა კო..

2022-10-27

ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში მნიშნელოვანი შეხვედრები გაიმართა.

25 ოქტომბერს, ონის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტმა თეა ჩიკვაიძემ შეხვედრები გამართა ონის მუნიციპალიტეტის სოფლების - ჟაშქვას, ონჭევის, სორბითის, პიპილეთის მოსახლეობასთან და პილპილეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან. კონსულტანტმა შეკრებილ საზოგადოებ..

2022-10-26

ბათუმში პარალეგალობის მსურველთა მეორე ნაკადი დარეგისტრირდა

21 ოქტომბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მოძრაობის - „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი“ - ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა სტუდენტებთან, რომელბიც გაეცნენ იურიდიული დახმარების სამსახურის პროექტს „პარალეგალი..

2022-10-25

პარლამენტში იურიდიული დახმარების სამსხურის 2020-2021 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს

19 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა სამსახურის 2020 - 2021 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.  ანგარიშში შესულია სტატისტიკური ინფორმაცია საზოგადოებრივ..

2022-10-25

გაფორმდა მემორანდუმი იურიდიული დახმარების სამსახურსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის

17 ოქტომბერს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  მემორანდუმის მიზანია ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფა ბავშვის უფლებები..

2022-10-18

გაიმართა კონფერენცია „სამართლის დიგიტალიზაცია - მომავალი არის დღეს“. 

2022 წლის 13 ოქტომბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს COE მხარდაჭერით გაიმართა კონფერენცია „სამართლის დიგიტალიზაცია - მომავალი არის დღეს“.  საქართველოში პირველად, იურიდიული დახმარების სამსახურში საპ..

2022-10-18

გამყოფი ხაზისპირა სოფელ კოდისწყაროში შეხვედრა ჩატარდა

30 სექტემბერს, გორის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი გიგა ჯეირანაშვილი და კონსულტანტი ნინო მასურაშვილი მონაწილეობდნენ კასპის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის სოფელ კოდისწყაროში ჩატარებულ შეხვედრაში, რომელიც ორგანიზებული იყო შერიგებისა და სამოქალაქო ი..

2022-10-03

ონის კონსულტანტი სოფლების წარმომადგენლებს შეხვდა

29 სექტემბერს, ონის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი თეა ჩიკვაიძე ონში შეხვდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს და ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილე  გიორგი ნოდარიშვილს და მოადგილე ლევან შერაზადიშვილს. ..

2022-09-30

წამების საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა

იურიდიული დახმარების სამსახურის 25-მა თანამშრომელმა წარმატებით გაიარა ტრენინგი, რომელიც წამების აკრძალვისა და სიცოცხლის უფლების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს ეხებოდა.  ტრენინგი სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ..

2022-09-28