Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

ნინო მელაძე ჟენევაში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა

იურიდიული  დახმარების სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე ნინო მელაძე მონაწილეობდა, ქ. ჟენევაში, 2022 წლის 23-24 ნოემბერს, რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის განხილვაში, „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახ..

2022-11-25

ბათუმში გაიმართა პროექტ “პარალეგალის“ მონაწილე სტუდენტებთან შეხვედრები

ქალაქ ბათუმში, მიმდინარე წლის, 18-19 ნოემბერს გაიმართა პროექტ “პარალეგალის“ მონაწილე სტუდენტებთან შეხვედრები. ცნობილია, რომ პროექტ "პარალეგალის" ფარგლებში, არაიურისტი პირები, იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ დაგეგმილი გად..

2022-11-24

იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატის გაფართოების განხილვა დაიწყო

19 ნოემბერს,  იურიდიული დახმარების სამსახურმა, გაეროს ლტოლვილთა უუმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ოფისის მხარდაჭერით, ქალაქ ბორჯომში ჩაატარა სამუშაო შეხვედრა თემაზე „იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდა მოქალაქეობის არმქონე პირებისთვი..

2022-11-20

იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ინიცირებული მოძრაობის „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომის“ ფარგლებში, საინტერესო ინიციატივების განხორციელება გრძელდება

16 ნოემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და სოფელ მუხაესტატეში პროექტ „პარალეგალების" პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაზე იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა დამსწრე საზოგადოებ..

2022-11-17

გრძელდება პანელური დისკუსიები სოციალურ საკითხებზე

იურიდიული დახმარების სამსახური, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) მხარდაჭერით აგრძელებს პანელური დისკუსიების სერიას. 15 ნოემბერს გაიმართა დისკუსია თემაზე " სოციალური სამართლის გამოწვევები ქართულ კანონმდებლობასა და სასამართლო პრაქტიკაში&qu..

2022-11-16

ჩატარდა ტრენინგი არასრულწლოვანთა უფლებებზე

2022 წლის 3-5 ნოემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოში მოქმედი ბიუროების  ადვოკატებისთვის ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით- „დანაშაულისა და ძალადობის მსხვერპლი და მოწმე ბავშვი“. ტრენინგი განხორციელდა გაეროს ბ..

2022-11-15

იურიდიული დახმარების სამსახურმა პანელური დისკუსიების სერია დაიწყო

იურიდიული დახმარების სამსახურის ინიციატივით, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის - სეუ-ს მხარდაჭერით, ჩატარდა პანელური დისკუსია თემაზე „სამედიცინო სამართლის აქტუალური საკითხები“. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფო..

2022-11-15

შავშვებში გაიმართა შეხვედრა გენდერულ საკითხებზე

9 ნოემბერს, გორის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტი ნინო მასურაშვილი მონაწილეობდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებში გამართულ შეხვედრაში, რომელიც ორგანიზებული იყო გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ მიერ ევროკავშირის სადამკვი..

2022-11-10

სოფელ ტყაიას სკოლაში შეხვედრა ჩატარდა

28 ოქტომბერს, ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტი ნინო მინჯია მონაწილეობდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის სოფელ ტყაიას სკოლაში ჩატარებულ შეხვედრაში, რომელიც ორგანიზებული იყო შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწ..

2022-11-01

ბათუმში პარალეგალთა მეორე ნაკადის გადამზადება დაიწყო

27-28 ოქტომბერს, ბათუმში,  USAID Rule of Law Program I USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით დაიწყო პარალეგალთა გადამზადების მეორე ეტაპი. ღონისძიება განხორციელდა მოძრაობის - „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი“, ფარ..

2022-10-31