Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

ხელვაჩაურის გენდერულ საბჭოში პარალეგალების შეხვედრა გაიმართა

2 დეკემბერს, პარალეგალებთან ერთად,  შეხვედრა გაიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არსებულ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან. ბათუმის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა იამზე ზანდარაძემ გენდერულ საბჭოს წევრებს მიაწოდა  ინფორმაცია უფასო იუ..

2022-12-07

ქობულეთელი მოსაწავლეები იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებს გაეცნენ

2 დეკემბერს, ქობულეთის მე-6 საჯარო სკოლაში, USAID, სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი და პარალეგალები უფროსკლასელ მოსწავლეებს შეხვდნენ. სამსახურის დირექტორმა ბავშვებს გააცნო იურიდი..

2022-12-06

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი ჩაქველ მოსწავლეებს შეხვდა

იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ინიცირებული მოძრაობის „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი“-ს ფარგლებში გრძელდება საინტერესო ინიციატივების განხორციელება. 1 დეკემბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლის მოსწა..

2022-12-05

ქუთაისში ჩატარდა პანელური დისკუსია არასრულწლოვანთა თემაზე

1 დეკემბერს, ქუთაისის უნივერსიტეტში, იურიდიული დახმარების სამსახურის პროექტის - მოძრაობა "ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი" ფარგლებში, გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე “არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება - გამოწვევები ქართულ კანონ..

2022-12-05

ჩატარდა შეხვედრა მახუნცეთის მოსახლეობასთან

იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ინიცირებული მოძრაობის „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი“-ს ფარგლებში, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, გრძელდება  მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ასამაღლებელი კამპა..

2022-12-02

წონიარისის საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა

30 ნოემბერს, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა შეხვედრა პარალეგალების თანამონაწილეობით. იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ინიცირებული მოძრაობის „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი“..

2022-12-02

გაფორმდა მემორანდუმი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტთან

28 ნოემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურსა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ უნივერსიტეტში მოქმედი "იურიდიული კლინიკის" ფარგლებში, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის..

2022-12-01

ბათუმის ბიურო გლობალურ კამპანიას შეუერთდა

25 ნოემბერს დაიწყო და 10 დეკემბრამდე გაგრძელდება გლობალური კამპანია  "ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ". როგორც ცნობილია, იურიდიული დახმარების სამსახური არის ერთ-ერთი აქტიური ორგანიზაცია, რომელიც ჩართულია ქალთა უფლებები..

2022-11-30

გაფორმდა მემორანდუმი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტთან

25 ნოემბერს, ქ. გორში, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გორის სახელმწიფო უნივერსი..

2022-11-29

კაჭრეთში იურიდიული დახმარების საბჭოს სხდომა ჩატარდა

26-27 ნოემბერს, კაჭრეთში, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, იურიდიული დახმარების საბჭოს და იურიდიული დახმარების სამსახურის სამმართველოების უფროსთა შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრის მონაწილეებს მიესალმნენ იურიდიული დახმარების სამსახურის ..

2022-11-28