Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ჩატარებული იმიტირებულ სასამართლოში მოსწავლეები მონაწილეობდნენ

14 დეკემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, თბილისის 32-ე და 139-ე სკოლის მოსწავლეები საქართველოს უზენაეს სასამართლოს ესტუმრნენ. ბავშვებმა დაათვალიერეს სასამართლოს ისტორიული შენობა. შემდგომ კი დაესწრნენ იურიდიული დახმა..

2022-12-19

დაარსდა სამედიცინო სამართლის პირველი ქართული ჟურნალი

10 დეკემბერს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, საქართველოში პირველი "სამედიცინო სამართლისა და მენეჯმენტის ჟურნალის" პრეზენტაცია გაიმართა. ჟურნალის გამოცემა  მიზნად ისახავს როგორც სამეცნიერო, ასევე საგანმანათლებლო მიმართულებით ..

2022-12-16

ხელვაჩაურის ახალგაზრდულ ცენტრში შეხვედრა გაიმართა

10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, ხელვაჩაურის ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა შეხვედრა ადგილობრივ ახალგაზრდებთან შეხვედრა უძღვებოდა ბათუმის იურიდიული დახმარების ბიუროს ხელმძღვანელი იამზე ზანდარაძე, რომელმაც წარადგინა პრეზენტ..

2022-12-16

ბათუმში ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესი პარალეგალების მონაწილეობით

10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციის მიღების დღეს, პროექტის "ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომის" ფარგლებში, იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ორგანიზებით, ბათუმის..

2022-12-13

იურისტები თბილისის 169-ე საჯარო სკოლას ესტუმრნენ

9 დეკემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები  თბილისის N 169 სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.  იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტმა მაია ნოზაძემ ბავშვებს გააცნო სამსახურის სერვისები და პროექტები. ასევე ისაუბრა თემებზე: ქა..

2022-12-13

ქუთაისის ბიუროს ამერიკელი სტუმრები ეწვივნენ

8 დეკემბერს ქუთაისის  იურიდიული დახმარების ბიუროს ესტუმრნენ ბიუროში აშშ-ს საელჩოს INL-ის ოფისის დირექტორი სარა რუპერტი და საელჩოს თანამშრომელი ეკატერინე ფოფხაძე, რომელიც რამდენიმე წლის წინ იურიდიული დახმარების საბჭოს ხელმძღვანელობდა. სტუმრე..

2022-12-13

ფოთის მე-7 საჯარო სკოლას ადვოკატები ესტუმრნენ

29 ნოემბერს ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლები ადვოკატები დავით გოგუა, მაია დარასელია და კონსულტანტი სალომე ჯანჯღავა შეხვდნენ ქ. ფოთის გიორგი ჭყონდიდლის სახელობის  #7 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, შეხვედრა განხორციელდა აღნიშნული სკოლის..

2022-12-09

ქვიშხეთში ჩატარდა პანელური დიკუსია თავშეფრის მაძიებელთა საკითხებზე

28 ნოემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე ნინო მელაძე და ადვოკატი თეა ყაულაშვილი ესწრებოდნენ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის UNHCR მიერ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიას თემაზე „ტენდენციები და გამოწვევები ..

2022-12-09

ფოთის მე-5 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა

28 ნოემბერს ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლები: ბიუროს უფროსი ნათია ბოჯგუა,ადვოკატი ზაზა კვირკველია და კონსულტანტი სალომე ჯანჯღავა შეხვდნენ ქალაქ ფოთის ილია ჭავჭავაძის სახელობის #N5 საჯარო სკოლის IX-X-XI-XII კლასის მოსწავლეებს, შეხვედრის..

2022-12-08

აჭარისწყლის სკოლის მოწავლეებს პარალეგალები შეხვდნენ

2 დეკემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ინიცირებული მოძრაობის „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი“-ს ფარგლებში,  USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, პარალეგალებთან ერთად მორიგი შეხვედრა გაიმართა, ხ..

2022-12-07