Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

სამსახურის წარმომადგენლები სამართლის კონგრესში მონაწილეობდნენ

იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ სამართლის კონგრესში, რომელიც 26 თებერვალს, ალტე უნივერსიტეტში ჩატარდა. სამართლის კონგრესი გახლავთ პირველი ფართომასშტაბიანი ღონისძიება, რომელიც მოიცავს დასაქმების ფორუმს იურისტი სტუდენტებ..

2023-02-27

სტუდენტი-პარალეგალები იმაღლებენ კომუნიკაციის უნარებსა და ცოდნას ადამიანის უფლებათა შესახებ

USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამა აგრძელებს საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) მხარდაჭერას საინფორმაციო კამპანიაში - "ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი": ინიციატივა "პარალეგალები" და კარიერული საუბრები ..

2023-02-14

რაჟდენ კუპრაშვილი ანტიკორუფციული ბიუროს უფროს გახდა

10 თებერვალს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც მას სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსად დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ..

2023-02-14

მალე სპეციალიზებული ბიურო ახალ ოფისში გაიხსნება

მალე! ახალი ოფისი სწრაფი და ეფექტური იურიდიული დახმარების განხორციელებისთვის! თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის სპეციალიზებულ საქმეთა ბიურო გაიხსნება. ბიუროს ადვოკატები, იურიდიული დ..

2023-02-06

დავით სიმონია საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა

2023 წლის 31 იანვარს, UNODC-ის დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კომისიის თავმჯდომარის ინიციატივით ჩატარდა ღონისძიება - „სისხლის სამართლის სისტემებში იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის და დანაშაულის პრევენციის შესახ..

2023-02-01

ნატო ირემაძე იურიდიული დახმარების საბჭოს წევრი მეორედ გახდა

ბათუმის ბიუროს ადვოკატი ნატო ირემაძე, იურიდიული დახმარების ბიუროებმა იურიდიული დახმარების საბჭოს წევრად ზედიზედ მეორედ აირჩიეს. იგი მომდევნო ერთი წლის ვადითაც შეუდგება უფლება-მოვალეობის შესრულებას.   ნატო ირემაძე იურიდიული დახმარების სამსახურ..

2023-01-26

იურიდიული დახმარების სამსახური კიდევ ერთი წარმატებული საქმით ასრულებს 2022 წელს

ბრალდებული მ.ქ. უზენაესი სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა. მის ინტერსებს იცავდა რუსთავის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი  ნათია კოსტერს- მესტიაშვილი. 2021 წლის ოქტომბერში, რუსთავის იურიდიული დახმარების ბიუროში შემოვიდა საქმე, რომელშიც..

2022-12-29

აფხაზეთის მე-12 სკოლის მოსწავლეებს იურისტები შეხვდნენ

29 დეკემბერს, ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი რომან კეიდია და კონსულტანტი ნინო მინჯია, აფხაზეთის მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდნენ.  იურისტები შეკრებილ საზოგადოებას ესაუბრნენ  როგორც იურიდიული დახმარე..

2022-12-29

კონფლიქტისპირა ზონის სოფელ ქერეს სკოლაში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა

23 დეკემბერს, გორის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტი ნინო მასურაშვილი, კონფლიქტისპირა ზონის სოფელ ქერეს საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდა.  კონსულტანტი შეკრებილ საზოგადოებას ესაუბრა როგორც იურიდიული დახმარების სამსახურ..

2022-12-26

თბილისის N155-ე და N 220-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები იმიტირებულ სასამართლოს დაესწრნენ

15 დეკემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გაიმართა 2022 წლის დასკვნითი იმიტირებული სასამართლო პროცესი ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით, რომელიც ხორციელდება მოძრაობა - „ვაქციოთ კანანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი“-ს ფარგლებში. პროცესში ნ..

2022-12-22