Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა

16 მარტს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია, პარალეგალებთან ერთდ შეხვდა ქალაქ ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს. შეხვედრის განხილვის თემა იყო  უფასო სამართლებრივი დახმარებით სარგებლობის პირობები, სამსახურის სერვისები დ..

2023-03-20

ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეეები სამსახურის სერვისებს გაეცნენ

იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ინიცირებული მოძრაობის „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი“-ს ფარგლებში, 17 მარტს, ქალაქ ბათუმის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის პარალეგალებთან ერთად გაიმართა შეხვედრა. პარალეგალებმა სკოლის მოწა..

2023-03-20

ალამბრის სკოლის მოსწავლეები სამსახურის სერვისებს გაეცნენ

16 მარტს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ალამბრის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის პარალეგალებთან ერთად გაიმართა შეხვედრები.  პარალეგალმა სკოლის მოსწავლეებს გააცნეს, ბავშვის უფლებათა კოდექსიდან გამომდინარე აქტუალური საკითხები, ასევე მიმოიხილეს ქ..

2023-03-19

სოფელ ქაქუთის სკოლაში შეხვედრა გაიმართა პარალეგალებთან ერთად

იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ინიცირებული მოძრაობის „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი“-ს ფარგლებში გრძელდება საინტერესო ინიციატივების განხორციელება.  16 მარტს, ქალაქ ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის პარალ..

2023-03-17

დავით სიმონია იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორად აირჩიეს

იურიდიული დახმარების საბჭოს 2023 წლის 8 მარტის გადაწყვეტილებით, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე არჩეულ იქნა დავით სიმონია. დავით სიმონია, მანამდე იკავებდა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილის პოზიციას,..

2023-03-09

ჩატარდა ტრენინგი ეფექტურ კომუნიკაციაში

მიმდინარე წლის 1-3 მარტს,  ევროპის საბჭოს მხარდაჭერით იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისა და კონსულტანტებისთის ჩატარდა ტრენინგი ეფექტურ კომუნიკაციაში.   ტრენინგი გახსნეს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს იურიდიული და..

2023-03-08

თიანეთში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი ამოქმედდა

2 მარტს, თიანეთში იურიდიული დახმარების სამსახურის რიგით 41-ე საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა.  საკონსულტაციო ცენტრის ოფისი გახსნა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დავით სიმონიამ და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი..

2023-03-06

ქარელში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

1 მარტს,  ქარელში (თამარ მეფის 24) იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. ცენტრში შესაძლებელი იქნება უფასო სამართლებრივი დახმარების მიღება ქარელის  მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის.  აქამდე ქარელის მოსახლეობას..

2023-03-03

კონფლიქტისპირა ზონის სოფელ რუხში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

28 თებერვალს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დავით სიმონიამ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინის..

2023-03-01

ევროპულ სკოლაში გაიმართა შეხვედრა მოსწავლეებთან

27 თებერვალს,“ ბავშვის უფლებათა“ კვირეულის ფარგლებში, ევროპულ სკოლაში, გაიმართა შეხვედრა ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით. შეხვედრა გახსნა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ბატონმა დავით სიმონიამ, ..

2023-02-28