Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

ფოთის მე-7 საჯარო სკოლაში ადამიანის უფლებებზე იმსჯელეს

2 მაისს ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი მაია დარასელია და კონსულტანტი სალომე ჯანჯღავა შეხვდნენ ქ. ფოთის გიორგი ჭყონდიდელის სახელობის #7 საჯარო სკოლის მოსწავლეებს და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებს. შეხვედრა განხორციელდა აღნიშნული სკოლი..

2023-05-05

2022 წლის ანგარიში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში წარადგინეს

26 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ 2022 წლის ანგარიში წარუდგინა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებს. იურიდიული დახმარების სამსახურის 2022 წლის საქმიანობის შესახებ ანგარი..

2023-05-03

ბათუმის ბიუროში აშშ-ს ელჩთან შეხვედრა შედგა

21 აპრილს, ბათუმის იურიდიული დახმარების ბიუროში, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია და მისი მოადილეები ნინო მელაძე და ქეთევან მურადაშვილი, შეხვდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში კელი დეგნანს.   დირექტორის პ..

2023-04-21

თბილისის N 169-ე სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ინიცირებული მოძრაობის „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი“-ს ფარგლებში გრძელდება საინტერესო ინიციატივების განხორციელება.  10 აპრილს შეხვედრა გაიმართა თბილისის N 169-ე სკოლის მოსწავლეებთან..

2023-04-11

მედიაციის თემაზე ორი ტრენინგი ჩატარდა

ქუთაისში, იურიდიული დახმარების სამსახურის სასწავლო ცენტრში, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 21-22 მარტს იურიდიული დახმარების სამსახურის კონსულტანტებისთვის, ხოლო 24-26 მარტს საზოგადოებრივი ადვოკატებისთვის ჩატარდა ტრენ..

2023-04-05

იურიდიული დახმარების სამსახური კიდევ ერთი წარმატებული საქმით აგრძელებს 2023 წელს.

იურიდიული დახმარების სამსახურის რეფორმის - „მენტორთა პროექტის“ ფარგლებში  პირველი საქმე წარიმართა და წარმატებით დასრულდა.  საზოგადოებრივი ადვოკატების - სულხან კომახიძის, მაკა რევიას და არჩილ ცაგურიას ძალისხმევით, ბრალდებული ი.მ...

2023-04-05

შეჯამდა ოთხწლიანი რეფორმები და დამსახურებული ადვოკატების დაჯილდოება გაიმართა

2023 წლის 1 აპრილს, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ოთხწლიანი ანგარიშის წარდგენა და წარმატებული ადვოკატების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.  შეხვედრას მოდერაციას უწევდა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია, რომელმაც სა..

2023-04-03

გამყოფი ხაზის პირა სოფელ ნიქოზში შეხვედრა შედგა

17 მარტს, გორის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი გიგა ჯეირანაშვილი მონაწილეობდა გამყოფი ხაზის სოფელ ნიქოზში გამართულ გასვლით საინფორმაციო შეხვედრაში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, სახელმწიფო სერვისებისა და იურიდიული დახმარების საკითხებზე.  ..

2023-03-30

ადვოკატთა ასოციაციაში შეხვედრა გაიმართა

20 მარტს, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს დავით ასათიანს შეხვდა.  შეხვედრის ფარგლებში დავით სიმონიამ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს  იურიდიული დახმარების სამსახურში მიმდი..

2023-03-29

ბათუმის N 15 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის პარალეგალებთან ერთად გაიმართა შეხვედრა

17 მარტს, ქალაქ ბათუმის N 15 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის პარალეგალებთან ერთად გაიმართა შეხვედრა. იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ინიცირებული მოძრაობის „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი“-ს ფარგლებში. პარალეგალებმა სკოლის..

2023-03-29