Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

საქართველოსა და ლიეტუვის იურიდიული დახმარების სამსახურებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

29 მაისს, ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ და  და ლიეტუვის იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა ზივილი პოჟელინემ გააფორმეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც, სხ..

2023-05-29

გაიმართა შეხვედრა ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან

23 მაისს, ზუგდიდის მუსიკალური სკოლის შენობაში, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია შეხვდა ზუგდიდსა და მიმდებარე ტერიტორიებზე ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას.  დავით სიმონიამ შეკრებილ საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაც..

2023-05-24

სამსახურმა დასაქმების ფორუმში მიიღო მონაწილეობა

22 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ადამიანური რესურსების სამმართველოს უფროსი გულიკო ზურებიანი და სპეციალისტი რევაზ არსენიძე მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმში. დამსაქმებელთა პანელზე წ..

2023-05-24

გაფორმდა მემორანდუმი იურიდიული დახმარების სამსახურისა და ასოციაცია "მერკურს" შორის.

22 მაისს, ზუგდიდში, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ და ასოციაცია" მერკურის" ხელმძღვანელმა ნანა თოდუამ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.  მემორანდუმის მიზანია ქალთა სამართლებრივი მდგომარეობის ..

2023-05-24

ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი  - ტრენერის უნარ-ჩვევებში.

მიმდინარე წლის, 8-18 მაისს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი  - ტრენერის უნარ-ჩვევებში. 7 დღის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს ისეთი მნიშვნელოვანი ი..

2023-05-23

კაბალისა და არეშფერანის მოსახლეობა სამსახურის სერვისებს გაეცნო

2023 წლის 18 მაისს, თელავის იურიდიული დახმარების თელავის ბიუროს ადვოკატი ალექსი ტუსნიაშვილი მონაწილეობდა ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრაში, რომელიც ორგანიზებულია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სა..

2023-05-23

ზუგდიდის ბიუროს თანამშრომლები აშშ-ს ელჩს შეხვდნენ

დღეს, 19-მაისს ქ. ზუგდიდში,  ბიბლიოთეკის შენობაში განთავსებულ ამერიკის კუთხეში, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ქ. ზუგდიდში საქმიანი ლანჩზე მიიწვია  იურიდიული დახმარების სამსახურის ზუგდიდის ბიუროს თანამშრომლები. შეხვედრის &..

2023-05-19

სოფელ თვაურებში მოსახლეობასთან შეხევდრა გაიმართა

15 მაისს, გორის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტი ნინო მასურაშვილი მონაწილეობდა მოსახლეობასთან შეხვედრაში კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თვაურებში. შეხვედრა ორგანიზებული იყოს  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინის..

2023-05-16

შედგა შეხვდერა სტუდენტებთან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთდ

10 მაისს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია და საქართველოს მედიატორთა ა..

2023-05-10

ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი მენეჯერის უნარებში

2023 წლის 2-5 მაისს იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი მენეჯერის უნარებში. ტრენინგი განხორციელდა ევროპის საბჭოს პროექტის „იურიდიული დახმარების სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება მარგინალიზირე..

2023-05-10