Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

იურიდიული დახმარების სამსახურსა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამას შორის მემორანდუმი გაფორმდა

მიმდინარე წლის, 12 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურსა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის ბათუმის ბიუროში ..

2023-06-14

ქუთაისში პანელური დისკუსია ჩატარდა

მიმდინარე წლის, 7 ივნისს, ქ. ქუთაისში იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID  სამართლის უზენაესობის პროგრამის ორგანიზებით გაიმართა პანელური დისკუსია სახელწოდებოთ - „ბავშვის მონაწილეობით სასამართლო საქმეების განხილვისას სამართალწარმოების..

2023-06-09

ქუთაისში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: შრომითი უფლებები

7 ივნისს, ქალაქ ქუთაისში, ფრიდრიხ ებერტის ფონდის დაფინანსებით, იურიდიული დახმარების სამსახურის სასწავლო ცენტრში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: შრომითი უფლებები. ტრენინგს უძღვებოდა იურისტი, სამართლის პროფესორი, სოფო ჩაჩავა.  შეხვედრა გახსნა იურიდიულ..

2023-06-08

ბათუმის უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა იურიდიული კლინიკის ფარგლებში

2023 წლის 5 ივნისს ბათუმის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები: მაია ქათამაძე და გვანცა თურმანიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივირსიტეტის იურიდიული კლინიკის მოწვევის საფუძველზე ამავე უნივერსიტეტის  სამართალმცოდნეობის  ფაკულტეტი..

2023-06-08

ბორჯომში გამართა ბენჩ-ბარი იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატის გაზრდასთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის 2-4 ივნისს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურმა, ევროკავშირის და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის  (UN OHCHR)  მხარდაჭერით გამართა ბენჩ-ბარი სახელწოდებით: „სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატის..

2023-06-07

ონის საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა

2 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ამბროლაურისა და ონის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი თეა ჩიკვაიძე შეხვდა ონის საჯარო სკოლის უფროსკლასელებს. შეხვედრა გაიმართა რეჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში. კონსულტან..

2023-06-05

ბავშვთა დაცვის დღე ხაშურში აღვნიშნეთ

1 ივნისი ბავშვის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა. იურიდიული დახმარების სამსახური არის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზაცია, რომელიც ბავშვის უფლებებს იცავს ყველგან, ყველა ინსტანციაში, ადმინისტრაციულ დაწესებულებებში, სკოლებში, სასამართლოებში, საგამოძიებო ორგ..

2023-06-02

ლიეტუვის ადვოკატთა ასოციაციაში შეხვედრა გაიმართა

29 მაისს, იურიდიული  დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია და ანალიტიკური სამმართველოს უფროსი გიორგი ბაღდავაძე ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში, შეხვდნენ ლიეტუვის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს მინდაუგას კუკაიტის. შეხვედრაზე განვიხილეს სა..

2023-05-31

გაფორმდა მემორანდუმი იურიდიული დახმარების სამსახურისა და ასოციაცია "მერკურს" შორის

22 მაისს, ზუგდიდში, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ და ასოციაცია" მერკურის" ხელმძღვანელმა ნანა თოდუამ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.  მემორანდუმის მიზანია ქალთა სამართლებრივი მდგომარეობის ..

2023-05-30

გომბორსა და ყარაჯალაში შეხვედრები გაიმართა

2023 წლის 25 მაისს კახეთის რეგიონში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებული ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში იურიდიული დახმარების სამსახურის თელავის ბიუროს მონაწილეობით გაიმარ..

2023-05-30