Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის შესახებ ტრენინგი მიმდნინარეობს

იურიდიული დახმარების სამსახურის 25 თანამშრომელი მონაწილეობას იღებს სამ თვიან ინტენსიურ ტრენინგ-კურსში თემაზე - "სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და სიძულვილის ენა". აღნიშნული ტრენინგი ხორციელდება ევროპის საბჭოს მხარდაჭერით პროგრამა HELP..

2023-07-05

სამცხე-ჯავახეთში საინფორმაციო კამპანია ჩატარდა

იურიდიული დახმარების სამსახურის ახალქალაქის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი ინგა გვარამაძე და ახალციხის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი თინათინ დიაკონაშვილი მონაწილეობდნენ მიმდინარე წლის 14-28 ივნისს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ჩატარებულ საინფო..

2023-07-03

ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით „შესავალი მედიაციაში“

 USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 17-18 ივნისს იურიდიული დახმარების სამსახურის კონსულტანტებისთვის, ხოლო 22-24 ივნისს საზოგადოებრივი ადვოკატებისთვის, ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით - „შესავალი მედიაციაში&ldqu..

2023-06-30

იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა ქსელის შეხვედრა ჩატარდა

27 ივნისს, სასტუმრო "ვინდჰემ გრანდ თბილისში", იურიდიული დახმარების სამსახურის ორგანიზებით და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა უფასო იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა ქსელის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვე..

2023-06-28

ჩატარდა საქართველოს ლტოლვილთა ფორუმი

2023 წლის 21 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, დავით სიმონია და სამსახურისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის ერთობლივი პროექტის კოორდინატორი მარიამ კვირკვია ესწრებოდნენ საქართველოს ლტოლვილთა ფორუმს, რომელიც UNHCR Georgia ..

2023-06-23

ქობულეთელი მოსწავლეები სამსაუხრის სერვისებს და ბავშთა უფლებებს გაეცნენ

15 ივნისს, ქალაქ ქობულეთის მერიის შენობაში,  იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ინიცირებული მოძრაობის - „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი“, ფარგლებში იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, დავით სიმონია შეხვდა სხვადასხვ..

2023-06-16

გაიმართა ტრენინგი თემაზე „მოწმეთა დაკითხვის შედავებისა და პროტესტის თაობაზე"

13 ივნისს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ქუთაისის სასწავლო ცენტრში, დასავლეთ საქართველოს საზოგადოებრივი ადვოკატებისთვის, გაიმართა ტრენინგი სახელწოდებით - „მოწმეთა დაკითხვის (როგორც სამოქალაქო, ასევე სისხლის სამართლის საქმეებ..

2023-06-16

პანელური დისკუსია შშმ პირთა დღეს მიეძღვნა

14 ივნისს, ქ. ბათუმში, იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ორგანიზებით გაიმართა პანელური დისკუსია სახელწოდებით „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის უფლებების დაცვა საქართველოში“ . მონაწილეებს &..

2023-06-16

ქედის მოსახლეობასთნ შეხვედრა გაიმართა

13 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა ქედის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან.  მოსახლეობას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტო..

2023-06-15

ქედაში პარალეგალების დახმარებით იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა

მიმდინარე წლის 13 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ორგანიზებით გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი ქედის მაგისტრატ სასამართლოში. აღსანიშნავია, რომ  პროცესზე მხარეებს წარმოადგენდნენ სტუდენტი..

2023-06-14