Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

გაიმართა შეხვედრა მედიაციის საკითხებზე

  31 ივლისს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ მოდერაცია გაუწია სამუშაო შეხვედრას, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურში მედიაციის დანერგვის საკითხებს მოიცავდა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ:  საქართველოს მედიატორთა..

2023-07-31

ახალციხეში გაიმართა შეხვედრა შრომის უფლებების შესახებ

2023 წლის 24 ივლისს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში, იურიდიული დახმარების სამსახურის ახალციხის ბიუროს უფროსი დავით ზარიძე შეხვდა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს. შეხვედრის თემა იყო საჯარო მოსამსახურეთა შრომითი უფლებები. დავით ზ..

2023-07-27

ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა

მიმდინარე წლის 18 ივლისს, იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ორგანიზებით, გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში. აღსანიშნავია, რომ პროცესზე მხარეებს წარმოადგენდნენ სტუდენ..

2023-07-27

გეგელიძეების მოსახლეობა სამსახურის სერვისებს გაეცნო

17 ივლისს, იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ორგანიზებით, შეხვედრა გაიმართა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგელიძეების მოსახლეობასთან.  სამსახურის დირექტორმა - დავით სიმონიამ შეხვედრაზე ადგილობრივებს ე..

2023-07-26

სოფელ ხიჭაურში მოსახლეობასთნ შეხვედრა ჩატარდა

მიმდინარე წლის 17 ივლისს, იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ორგანიზებით, შეხვედრა გაიმართა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურის მოსახლეობასთან.  სამსახურის დიფრექტორმა - დავით სიმონიამ შეხვედრაზე დამ..

2023-07-26

შეუახევში პარალეგალებთან ერთად შეხვედრა გაიმართა

მიმდინარე წლის 17 ივლისს, იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა შუახევის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან.  შეხვედრა გახსნა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილემ -..

2023-07-26

გაიმართა პანელური დისკუსია ბავშვის განცალკევების საკითხზე

მიმდინარე წლის 15-16 ივლისს, წყალტუბოში, იურიდიული დახმარების სამსახურისა და “USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის” ორგანიზებით გაიმართა პანელური დისკუსია “ბავშვის ოჯახიდან განცალკევებისა და მისი საუკეთესო ინტერესის შესახებ&ld..

2023-07-26

გარდაბანში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

11 ივლისს გარდაბანში ( დავით აღმაშენებლის ქ.# 127, საკრებულოს შენობა) გაიხსნა იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი. ლენტი გაჭრეს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდო..

2023-07-12

პერევში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა

7 ივლისს, გორის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტი ნინო მასურაშვილი მონაწილეობდა კონფლიქტისპირა ზონის სოფელ პერევში (საჩხერის მუნიციპალიტეტი) გამართულ შეხვედრაში.  შეხვედრა სამთავრობო გეგმის ფარგლებში განხორციელდა და იგი ორგანიზებული იყო..

2023-07-11

თბილისში სპეციალიზებულ საქმეთა ბიურო გაიხსნა

7 ივლისს, თბილისში იურიდიული დახმარების სამსახურის  სპეციალიზებულ საქმეთა ბიურო გაიხსნა. ლენტი გაჭრეს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ, ბიუროს უფროსმა თეონა კვერნაძემ და ILAF -ის პროგრამის დირექტორმა ალან დალმა.  ბი..

2023-07-10