Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

ზუგდიდში დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრა ჩატარდა

15 დეკემბერს, ზუგდიდში, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე ლევან გვენეტაძე დაესწრო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით ჩ..

2023-12-19

ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის დახურვის ღონისძიება

12 დეკემბერს, დაიხურა ევროპის საბჭოს პროექტი - „იურიდიული დახმარების სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება მარგინალიზირებული მოსახლეობისთვის“. ღონისძიება გახსნეს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ევროპის საბჭოს საქართველ..

2023-12-18

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის (UNHCR) ორგანიზებით გაიმართა პანელური დისკუსია

2023 წლის 16 დეკემბერს, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის (UNHCR) ორგანიზებით გაიმართა პანელური დისკუსია „ტენდენციები და გამოწვევები თავშესაფრის მაძიებელთა საქმეებში“.  დისკუსიაზე მიწვეული იყვნენ იურიდიული დახმარების სამსა..

2023-12-18

ზესტაფონის ბიბლიოთეკაში მოსწავლეებთან შეხვედრა შედგა

11 დეკემბერს, ზესტაფონის ცენტრალური ბიბლიოთეკის ორგანიზებით, იურიდიული დახმარების სამსახურის ზესტაფონის ბიუროს უფროსი გელა ბერაძე  და ადვოკატები: ნანა ლუტიძე და თეა ჯანგიანი მიწვეული იყვნენ შეხვედრაზე ზესტაფონის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან. ..

2023-12-15

სოფელ ნიგვზიანში საჯარო სკოლაში შეხვედრა ჩატარდა

მიმდინარე წლის, 5 დეკემბერს, პარალეგალებთან ერთად გაიმართა შეხვედრა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან. მოსწავლეებთან შეხვედრისას სამსახურის წარმომადგენლებს უმასინძლა, ვლადიმერ აფხაზავამ, რომელიც გახლავთ მასწავლებ..

2023-12-15

ძალადობის საკითხებზე ახალგაზრდებთან შეხვედრა ჩატარდა

2023წლის 8 დეკემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს უფროსის მოადგილემ - ცირა გამცემლიძემ, კონსულტანტმა - თამარ სანიკიძემ და სპეციალისტმა - თინათინ უჩანეიშვილმა, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული გლობალური საინფორ..

2023-12-11

გაიმართა შეხვედრა სამსახურის განვითარების საკითხებზე

8 დეკემბერს, ევროპის საბჭოს ორგანიზებით, იურიდიული დახმარების სისტემის, საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის ანალიზის საკითხზე გაიმართა შეხვედრა. მასში ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად მონაწილეობდნენ პარლამენტის, იურიდიული დახმარების საბჭოს, სამსახუ..

2023-12-11

ქუთაისელი პარალეგალებისთვის ტრენინგი ჩატარდა

გრძელდება პარალეგალთა გადამზადება სამართლის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. 2023 წლის 1-2 დეკემბერს ქუთაისსა და ბათუმში პროექტ „პარალეგალის“ ფარგლებში გაიმართა ტრენინგი, სახელწოდებით - “ადამიანით ვაჭრობა - ტრეფიკინგი”. ტ..

2023-12-08

მობილური საკონსულტაციო ცენტრი სტუმრებთან ერთად სოფელ ხურვალეთს ეწვია

2023 წლის 2 დეკემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი საერთაშორისო სტუმრებთან ერთად სოფელ ხურვალეთს ეწვია. სომხეთის, მოლდოვისა და უკრაინის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ, თუ როგორ მუშაობს იურიდიული დახმარების მობილური ..

2023-12-08

ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი ბავშვზე მორგებულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის 26-27 ნოემბერს, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით იურდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებითვის ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი ბავშვზე მორგებულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით. ტრენინგი გახსნეს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს -..

2023-12-08