Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ კანონის უზენაესობის პირველი ფორუმი გამართა. 

2023 წლის 20 ნოემბერს, ბათუმში, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ კანონის უზენაესობის პირველი ფორუმი გამართა.  სესიებს უძღვებოდნენ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის პარტნიორები,  და მოიცავდა კანონის უზენაესობის აქტიური დაცვისა და..

2023-11-29

დავით სიმონია ELSA-ს კონფერენციაში მონაწილეობდა

მიმდინარე წლის, 17 ნოემბერს ჩატარდა შეხვედრა ევროპის 42 ქვეყნიდან წარმოდეგნილ 300 - მდე სტუდენტთან, რომლებიც საქართელოში იმყოფებიან ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს (ELSA Georgia) მიერ დაორგანიზებულ საერთაშორისო საბჭოს კრების  (ICM..

2023-11-29

სამსახურის წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართეს გარდაბნის მუნიციპალიტეტში

2023 წლის 17 ნოემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე ლევან გვენეტაძე და სხვა წარმომადგენლები გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიას, სოფლების რწმუნებულებსა და მოსახლეობას შეხვდნენ.  სამსახურის წარმომადგენლებმა შეკრ..

2023-11-20

რუსთავის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გაიმართა

2023 წლის 17 ნოემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე ლევან გვენეტაძე და სხვა წარმომადგენლები რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის წარმომადგენლებს და მოსახლეობას შეხვდნენ.  სამსახურის წარმომადგენლებმა შეკრებილ..

2023-11-20

ფოთის მე-5 სკოლაში შეხვედრა გაიმართა

2023 წლის 10 ნოემბერს ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს  უფროსი ნათია ბოჯგუა და ადვოკატები: ზაზა კვირკველია, დავით გოგუა, მაია დარასელია და კონსულტანტი სალომე ჯანჯღავა შეხვდნენ ქ. ფოთის N15 საჯარო სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს. ბიუროს უფრო..

2023-11-15

ქუთაისელმა პარალეგალებმა გაიარეს ტრენინგი შშმ პირთა უფლებებზე

2023 წლის 12 ნოემბერს ქუთაისში პროექტ „პარალეგალის“ ფარგლებში, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ. ტრენერმა დადარგის ექსპერტმა ნინო ელბაქიძემ პარა..

2023-11-15

ბათუმში პარალეგალებმა შშმ პირთა უფლებებზე ტრენინგი გაიარეს

2023 წლის  11 ნოემბერს, ბათუმში,USAID Rule of Law Program I USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა - ის მხარდაჭერით, პროექტ „პარალეგალის“ ფარგლებში გაიმართა ტრენინგი, სახელწოდებით - “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლ..

2023-11-15

მობილური საკონსუტაციო ცენტრი მცხეთის რეგიონში გაემართა

2023 წლის 10 ნოემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე ლევან გვენეტაძე და სხვა წარმომადგენლები მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის, სოფლების რწმუნებულებს შეხვდნენ. ლევან გვენეტაძემ შეკრებილ საზოგადოებას იურიდიული დახმარების..

2023-11-13

თელავის პირველ სკოლაში შეხვედრა შედგა

8 ნოემბერს,  იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე ლევან გვენეტაძე და სამსახურის სხვა წარმომადგენლები თელავის #1 საჯარო სკოლის უფროსკლასელებსა და მასწავლებლებს შეხვდნენ. დირექტორის თანაშემწემ, სალომე დუდუჩავამ მოსწავლეებს წარუდგინა..

2023-11-13

მობილური საკონსულტაციო ცენტრით კურდღელაურის მოსახლეობამ ისარგებლა

8 ნოემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურს ესტუმრა. "მობილური საკონსულტაციო ცენტრი" არის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სპეციალური მიკროავტობუსი, სადაც შესაძლებელია ინდ..

2023-11-13