Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

სამცხე-ჯავახეთში გაიმართა შეხვედრები საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში

მიმდინარე წლის ნოემბრის დასასრულს იურიდიული დახმარების სამსახურმა მონაწილეობა მიიღო ცნობიერების ამაღლების კამპანიაში სამცხე-ჯავახეთში. ვიზიტი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანიის ნაწილია, რომელიც 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის საერ..

2023-12-08

ქუთაისში ჩატარდა პანლური დისკუსია შშმ პირთა უფლებების საკითხებზე

30 ნოემბერს ქალაქ ქუთაისში, იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ორგანიზებით გაიმართა პანელური დისკუსია სახელწოდებით - „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ხელმისაწვდომობა მართლმსაჯულებაზე“. შეხვედრ..

2023-12-07

დავით სიმონია წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

მიმდინარე წლის 30 ნოემბერს, ქ. ქუთაისში, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი - დავით სიმონია და სამსახურის წარმომადგენლები შეხვდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს. შეხვედრის ფარგლებში დირექტორმა სტუდე..

2023-12-07

იურიდიული დახმარების სამსახურმა უზბეკეთის დელეგაციას უმასპინძლა

2023 წლის 30 ნოემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურმა უმასპინძლა უზბეკეთის დელეგაციას, რომლებიც საქართველოს USAID პროგრამის მხარდაჭერით ესტუმრნენ. შეხვედრის მიზანი იყო გენდერის თემაზე ინფორმაციის და გამოცდილების გაცვლა, აღნიშნულ სფეროში არსებული ..

2023-12-07

ფოთის ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა გლობალური კამპანიის ფარგლებში

მიმდინარე წლის 29 ნოემბერს ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლებმა მაია დარასელიამ და სალომე ჯანჯღავამ ქ. ფოთის ქალაქის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული გლობალური საინფორმაციო კამპანიის ფ..

2023-12-01

იურიდიული დახმარების საბჭოს სხდომა ჩატარდა

2023 წლის 24-25 ნოემბერს, გაიმართა იურიდიული დახმარების საბჭოს სხდომა, სადაც განხილული იქნა და დამტკიცდა შეფასების სისტემაში. მათ შორის, ცვლილებები მენტორთა სახელმძღვანელო წესებში. საბჭოს გადაწყვეტილებით, ასევე ცვლილება შევიდა იურიდიული დახმარების სა..

2023-11-29

მობილური საკონსულტაციო ცენტრი ოზურგეთში ჩავიდა

2023 წლის 21 ნოემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია და სხვა წარმომადგენლები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიას, სოფლების რწმუნებულებსა და მოსახლეობას შეხვდნენ.  სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ და სხვა..

2023-11-29

სენაკში მობილური საკონსუტაციო ცენტრით ისარგებლეს

2023 წლის 20 ნოემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე ლევან გვენეტაძე და სხვა წარმომადგენლები სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიას, სოფლების რწმუნებულებსა და მოსახლეობას შეხვდნენ. სამსახურის წარმომადგენლებმა შეკრებილ საზ..

2023-11-29

მობილური საკონსულტაციო ცენტრი აბაშას ესტუმრა

მიმდინარე წლის 20 ნოემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი დასავლეთ საქართველოსკენ დაიძრა და ქალაქ აბაშას ესტუმრა. მოგეხსენებათ მობილური საკონსულტაციო ცენტრი" არის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სპეციალური მიკროავტო..

2023-11-29

იურიდიული დახმარების სამსახურს, ანტიკორუფციულ ბიუროს და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა

22 ნოემბერს, ანტიკორუფციული ბიუროს ორგანიზებით მამხილებელთა დაცვის მექანიზმების გაძლიერებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურს, ანტიკორუფციულ ბიუროს და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის სამმხრივი მემორანდ..

2023-11-29