Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

ზუგდიდის უნივერსიტეტში გაიმართა პანელური დისკუსია პარალეგალების მონაწილეობით

მიმდინარე წლის 7 მარტს, შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პანელური დისკუსია სახელწოდებით - “ქალთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული გამოწვევები ადგილობრივ დონეზე“. შეხვედრა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას..

2024-03-13

ზუგდიდის სასამართლოში პარალეგალების მონაწილეობით იმიტირებული პროცესი ჩატარდა

მიმდინარე წლის 6 მარტს, იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ორგანიზებით, პარალეგალთა მონაწილეობით გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში. აღსანიშნავია, რომ პროცესზე მხარეებს წარმ..

2024-03-13

პარალეგალებმა აბაშაში შეხვედრა გამართეს

2024 წლის 6 მარტს, USAID -ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, პარალეგალებთან ერთად გაიმართა შეხვედრა აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში ადგილობრივ მოსახლეობასთან.  შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა აბაშის მუნიციპალიტ..

2024-03-12

ფოთის საქალაქო სასამართლოში იმიტირებული სასამართლო პროცესი პარალეგალების მონაწილეობით ჩატარდა

მიმდინარე წლის 5 მარტს, იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ორგანიზებით, გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი ფოთის საქალაქო სასამართლოში. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ნაფიც მსაჯულთ..

2024-03-07

ფოთის მე-7 საჯარო სკოლას პარალეგალები ესტუმრნენ

მიმდინარე წლის 5 მარტს, ქალაქ ფოთის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის პარალეგალებთან ერთად გაიმართა შეხვედრა. პარალეგალებმა სკოლის მოსწავლეებს გააცნეს შემდეგი თემები: ბავშვის უფლებები, ბულინგის სახეები და ბავშვის უფლებათა კოდექსიდან გამომდინარე ..

2024-03-06

სამსახურის წარმომადგენლები კონფერენციას დაესწრნენ

27 თებერვალს, იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები  დაესწრნენ კონფერენციას ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების პრაქტიკაში გამოყენების შესახებ, რომელიც USAID Rule of Law Program / USAID -ის სამართლის უზენაესობის პროგრამი..

2024-03-05

სოფლებში აკეთსა და მამათში დასრულდა საინფორმაციო კამპანია

29 თებერვალს, გურიაში დასრულდა საინფორმაციო და მობილური საკონსულტაციო კამპანია. ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს - მამათსა და აკეთს ესტუმრნენ. ბიუროს უფროსმა ცირა მდინარაძემ და ადვოკატმა სალომე ..

2024-03-01

ჩატარდა კონფერენცია მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის საკითხებზე

29 თებერვალს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია და მისი პირველი მოადგილე ნინო მელაძე მონაწილეობდნენ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ ორგანიზებული კონფერენციაში სახელწოდებით: "გავხადოთ მართლმსაჯულება ყველასთვის თან..

2024-02-29

სოფელ ნიგვზიანს მობილური საკონსულტაციო ცენტრი ესტუმრა

27 თებერვალს, ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები, მობილური საკონსულტაციო ცენტრის თანხლებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანს ესტუმრნენ.  ადვოკატებმა ნიგვზიანელებს მიაწოდეს ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის..

2024-02-29

ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები სოფელ ნატანებს ესტუმრნენ

გრძელდება იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო და მობილური საკონსულტაციო კამპანია გურიაში. 25 თებერვალს, ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს ნატანებს და მერიას ესტუმრნენ. ბიუროს უფროსი ცი..

2024-02-29