Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

ჩატარდა შეხვედრები სოფელ შრომასა და დაბა ურეკში

28 თებერვალს, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკსა და სოფელ შრომაში შეხვედრები ჩაატარეს ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლებმა. ადვოკატები, ტრადიციულად,  შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, გააცნეს..

2024-02-29

მაღალმთიან სოფელ ზოტს მობილური საკონსუტაციო ცენტრი ესტუმრა

2024 წლის 23 თებერვალს, ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი ცირა მდინარაძე და სალომე ბარამიძე, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მობილურ საკონსულტაციო ცენტრთან ერთად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მაღალმთიან სოფელ ზოტს ესტუმრნენ.  ზოტი ..

2024-02-26

სოფელ ჩოჩხათს და დაბა ურეკს მობილური საკონსულტაციო ცენტრი ესტუმრა

22 თებერვალს, ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი ცირა მდინარაძე და ადვოკატი თათა ზენაიშვილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათს მობილურ საკონსულტაციო ცენტრთან ერთად ესტუმრნენ. ადვოკატები სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში შეხვდნენ ადგილო..

2024-02-23

დაბა ნასაკირალსა და სოფელ გურიანთაში შეხვედრები გაიმართა

იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო და მობილური საკონსულტაციო კამპანიის ფარგლებში, 21 თებერვალს, ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალს და სოფელ გურიანთას ესტუმრნენ.  ადგილობრი..

2024-02-23

ლაითურისა და ნარუჯას მოსახლეობამ მობილური საკონსულტაციო ცენტრით ისარგებლა

იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო და საინფორმაციო კამპანია გურიაში აქტიურად მიმდინარეობს. 20 თებერვალს, ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბებს - ლაითურსა და ნარუჯას ესტუმრნენ. ..

2024-02-23

ჩატარდა სამუშაო შეხვედრა იურიდიული დახმარების სამსახურისა და "უფლებები საქართველოს" წარმომადგენლებისათვის

2024 წლის 20 თებერვალს, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებმა და ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისის წარმომადგენელი.&..

2024-02-23

ჩატარდა შეხვედრა ბაილეთის, სილაურისა და ჯუმათის მოსახლეობასთან

19 თებერვალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს - ბაილეთს, სილაურს და ჯუმათს იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი ესტუმრა. ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლებმა - მარინა კიკნაძემ, იამზე მემარნიშვილმა და ნინო ..

2024-02-23

მობილური ცენტრი ბურნათს, კოხნარსა და წიფნაგორას ესტუმრა

2024 წლის 16 თებერვალს, იურიდიული დახმარების სამსახურის ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი ცირა მდინარაძე და ადვოკატი თათა ზენაიშვილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებს - ბურნათს, კოხნარსა და წიფნაგორას ესტუმრნენ.  იურისტებმა სოფლებ..

2024-02-23

გურიის მაღალმთიან სოფლებში კამპანია გრძელდება

15 თებერვალს, ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები  და მობილური საკონსულტაციო ცენტრი ესტუმრნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებს - ნაბეღლავსა და ჩხაკაურას, რომელიც მაღალმთიანი ზონის სოფელია.  რთული კლიმატური პირობების დ..

2024-02-16

კოლეჯ "მერმისში"სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

2024 წლის 15 თებერვალს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია და სხვა წარმომადგენლები პროფესიულ კოლეჯ "მერმისს" ესტუმრნენ. კოლეჯის დირექტორმა ნონა ღუდუშაურმა სტუმრებს გააცნო კოლეჯის მუშაობის პრინციპები, შემდგომ კი სტუმრები..

2024-02-16