Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

ტაჯიკეთის დელეგაცია სპეციალიზებულ საქმეთა ბიუროს ესტუმრა

27 მარტს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე ნინო მელაძემ და მოადგილე ლევან გვენეტაძემ სპეციალიზებულ საქმეთა ბიუროში უმასპინძლეს ტაჯიკეთის დელეგაციას, რომლის შემდგენლობაში შედიოდნენ ტაჯიკეთის იუსტიციის სამინისტროს არასრულწლოვ..

2024-03-29

მობილური საკონსულტაციო ცენტრი სოფლებში - თორსა და შავღელეში ჩავიდა

რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სამეგრელოს რეგიონში გრძელდება იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო და მობილური საკონსულტაციო კამპანია.  26 მარტს ფოთის  იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები  ხობის მუნიციპალი..

2024-03-28

ახალი სოფლისა და ქვემო ქვალონის მსახლეობამ მობილური საკონსულტაციო ცენტრით ისარგებლა

ხობის მუნიციპალიტეტში გრძელდება იურიდიული დახმარებისა სამსახურის საინფორმაციო და მობილური საკონსულტაციო კამპანია. 25 მარტს ფოთის  იურიდიული დახმარების ბიუროს წარმოამდგენლები სოფლებს - ახალ სოფელს და ქვემო ქვალონს ესტუმრნენ. ბიუროს უფროსი ნათ..

2024-03-26

მობილური საკონსულტაციო ცენტრი შუა ხორგასა და ჭალადიდს ესტუმრა

მიმდინარე წლის 22 მარტს ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლებმა ჩაატარეს 2 შეხვედრა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელებში - შუა ხორგასა და ჭალადიდში. ადგილობრივ მცხოვრებლებს მიეწოდათ ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ...

2024-03-25

ხობის, ხამისკურის, ხეთას და ნოჯიხევის მოსახლეობამ მობილური საკონულტაციო ცენტრით ისარგებლა

2024 წლის 20-21 მარტს, ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს  უფროსი ნათია ბოჯგუა, ადვოკატი ქეთევან გვაზავა და კონსულტანტი სალომე ჯანჯღავა, იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო და მობილური საკონსულტაციო კამპანიის ფარგლებში ესტუმრნენ ქალაქ ხო..

2024-03-22

ზუგდიდის ბიუროში აფხაზეთიდან დევნილთა დახმარების საჭიროებები განიხილეს

2024 წლის 21-მარტს იურიდიული დახმარების სამსახურის ზუგდიდის ბიუროს სამუშაო ვიზიტით ესტუმრა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე თემურ გასვიანი. როგორც ცნობილია, სამეგრელოს რ..

2024-03-21

ჩხოროწყუს მერიაში შეხვედრა ჩატარდა

20 მარტს იურიდიული დახმარების სამსახურის ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა რომან კეიდიამ და ჩხოროწყუს საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტმა ნინო ხარჩილავამ შეხვედრა გამართეს ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტის მერიაში.  ადვოკატებმა ჩხოროწ..

2024-03-20

ახალ ხიბულასა და საჯიჯაოში მობილური საკონსულტაციო ცენტრი ჩავიდა

19 მარტს ფოთის  იურიდიული დახმარების ბიუროს ტერიტორიული დაფარვის ზონაში, დაიწყო იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრის საინფორმაციო და საკონსულტაციო კამპანია. რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ფოთის იურიდიული ..

2024-03-20

დავით სიმონია არასრულწლოვანთა მულტიდისციპლინური საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობდა

14 მარტს  იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია მონაწილეობდა ევროკავშირის პროექტის „მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში“ მხარდაჭერით გამართულ, არასრულწლოვანთა ცენტრალური მულტიდისციპლინური საბჭო..

2024-03-15

მობილური საკონსულტაციო ცენტრი სამეგრელოს კამპანიას იწყებს

19 მარტიდან, იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი სამეგრელოს რეგიონში საინფორმაციო-საკონსულტაციო კამპანიას გამართავს. ცენტრი თავდაპირველად ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს სამოქმედო ტერიტორიას მოიცავს და შესაბამისად, ბიუროს ..

2024-03-15