Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

უშაფათსა და ფოცხოში მობილური საკონსულტაციო ცენტრი ჩავიდა

მიმდინარე წლის 5 აპრილს  ფოთის  იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლებმა ჩაატარეს  შეხვედრები სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელებში - უშაფათსა და ფოცხოში. სოფლების მცხოვრებლებს მიეწოდათ ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვის..

2024-04-13

ზესტაფონის სასამართლოში ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესი პარალეგალების მონაწილეობით

მიმდინარე წლის 10 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ორგანიზებით, გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში. აღსანიშნავია, რომ პროცესზე მხარეებს წარმოადგენდნენ სტუდენტი პ..

2024-04-12

ჩატრადა შეხვედრა თბილისის მე-18 საჯარო სკოლაში

5 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია და ფსიქოლოგთა ჯგუფი თბილისის მე-18 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. დავით სიმონიამ სკოლის უფროსკლასელებს იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები გააცნო, ესაუბრა არასრულწლოვანთა მა..

2024-04-08

მობილური საკონსულტაციო ცენტრი სოფლებს - ეკის და ზანას ესტუმრა

5 აპრილს იურიდული დახმარების სამსახურის ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელებს ეკის და ზანას  ესტუმრნენ. ბიუროს უფროსმა ნათია ბოჯგუამ  მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახური..

2024-04-08

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლებში მობილური საკონსულტაციო კამპანია იწყება

იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი სამეგრელოს რეგიონში საინფორმაციო-საკონსულტაციო კამპანიას განაგრძობს.  5 აპრილიდან ცენტრი სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლებს ესტუმრება. ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები და ..

2024-04-04

წალენჯიხის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა

2024 წლის 2 აპრილს, ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი რომან კეიდია და წალენჯიხის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი ნინო ხარჩილავა შეხვდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგ..

2024-04-04

რუსთავის დღის ცენტრ "კესანეში" აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღვნიშნეთ

2 აპრილს, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები რუსთავის სარეაბილიტაციო-განმავითარებელ ცენტრ ,,კესანეს" ესტუმრნენ. სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა მაია ნოზაძემ..

2024-04-04

სამსახურის წარმომადგენლები გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ

2 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის სპეციალიზებულ საქმეთა ბიუროს და სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ  გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში, რომელშიც პროფესიონალებმა და მოწვეულმა სპეციალისტებმა განიხილეს  ბა..

2024-04-02

ქარიატასა და ყულევში შეხვედრები ჩატარადა

მიმდინარე წლის 27 მარტს  ფოთის  იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები ხობის მუნიციპალიტეტის სოფლების - ქარიატას და ყულევის მოსახლეობას შეხვდნენ.  კონსულტანტმა სალომე ჯანჯღავამ და სპეციალისტმა მაგდა სიორდიამ ადგილობრივებს მიაწოდეს..

2024-04-01

გაიმართა შეხვედრა შშმ პირებთან

2024 წლის 30 მარტს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ), იურიდიული დახმარების სამსახურმა ჩაატარა შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თემის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანი იყო სამსახურის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების..

2024-03-31