Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

თელავის მერიაში შეხვედრა გაიმართა

2023 წლის 8 ნოემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის სამსახურის წარმომადგენლები თელავის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს წევრებს და მოსახლეობას შეხვდნენ. იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილემ ლევან გვენეტაძემ და ანალიტიკური დეპარ..

2023-11-09

ქვიტირელი მოსწავლეები ქუთაისის ბიუროს ესტუმრნენ

2023 წლის 7 ნოემბერს, ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს სოფელ ქვიტირის სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ესტუმრნენ. ბიუროს უფრომა ესმა ნორაკიამ არასრულწლოვნებს იურიდიული დახმარების სამსახურის მუშაობის მიმართულებები გააცნო, ესაუბრა ბავშვთა უ..

2023-11-09

ქუთაისსა და ბათუმში დაიწყო პარალეგალთა გადამზადების ახალი ეტაპი.

იურიდიული დახმარების სამსახური ახორციელებს არაერთ მნიშვნელოვან აქტივობას, მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მოძრაობას - „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი“, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება, პროექტი „პარალეგალი“.&nbs..

2023-11-08

სოფელ ბეჩოს სკოლაში შეხვედრა ჩატარდა

1 ნოემბერს, USAID -ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ, შეხვედრა გამართა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოს საჯარო სკოლაში. მან სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გააცნო იუ..

2023-11-06

ბათუმელი პარალეგალები მესტიას ესტუმრნენ

2023 წლის 31 ოქტომბერს, USAID -ის სამართლის უზენაესობის პროგრამის  მხარდაჭერით, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ,  მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარბაზში ადგილობრივებს წარუდგინა პროექტი "პარალეგალები"..

2023-11-06

მესტიელი მოსწავლეებისთვის იმიტირებული პროცესი ჩატარდა

31 ოქტომბერს, USAID -ის სამართლის უზენაესობის პროგრამის  მხარდაჭერით, მესტიის მაგისტრ სასამართლოში ჩატარდა ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი. ნაფიც მსაჯულებს მესტიის საჯარო სკოლების უფროსკლასელები წარმოადგენდნენ, ხოლო დაპირისპირებულ ..

2023-11-06

მიხეილ ხურციძემ უმასპინძლა გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ადამიანის უფლებების დამცველთა მდგომარეობის საკითხებზე მერი ლაუროლს

2023 წლის 31 ოქტომბერს, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე  მიხეილ ხურციძემ უმასპინძლა გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ადამიანის უფლებების დამცველთა მდგომარეობის საკითხებზე მერი ლაუროლსა და  დელეგაციის სხვა წევრებს, განს..

2023-11-03

ქსელის წევრებისთვის ჩატარდა ტრენინგი გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობაზე

31 ოქტომბერს, გაეროს განვითარების პროგრამის UNDP-ის მხარდაჭერით, იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა ქსელის წევრები შეხვდნენ ორჰუსის კონვენციის შესაბამისობის კომიტეტის წევრს, პროფესორ თომას შომერუსს და საერთაშორისო ექსპერტს ჩაბა ქიშს, რომელთაც ისა..

2023-11-03

მიხეილ ხურციძემ სტრასბურგის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

2023 წლის 26 და 27 ოქტომბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილემ მიხეილ ხურციძემ ქალაქ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს  სპეციალიზებული იურისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მეოთხე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიე..

2023-11-02

თურქმენეთის დელეგაცია სამსახურს ესტუმრა

2023 წლის 27 ოქტომბერს, იურიდიული დახმარების სამსახურმა უმასპინძლა თურქმენეთის დელეგაციას, კერძოდ თურქმენეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის სხვადასხვა დეპარტამენტების წარმომადგენლებს, ასევე ომბუდსმენის ოფისის თანამშრომლებს.  შეხ..

2023-10-28