Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

ჩატარდა ტრენინგი ლტოლვილთა სამართალში

23-24 ოქტომბრის თარიღებში სპეციალიზებულ საქმეთა თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატებისთვის ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი ლტოლვილთა სამართალში.  ტრენინგი ჩატარდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით. ტრენინგის ფარგლებში ..

2023-10-25

იურიდიული დახმარების სამსახურსა და ინფორმაციულ დეველოპერულ ჰაბს შორის მემორანდუმი გაფორმდა

19 ოქტომბერს, იურიდიული დახმარების სამსახურსა და ინფორმაციულ დეველოპერულ ჰაბს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია პროექტის - „ქუთაისის ახალგაზრდების ცნობადობის გაზრდა ადამიანის უფლებების  შესახებ ქართულ..

2023-10-24

პროექტი "პარალეგალი" ქუთაისელ სტუდენტებს წარუდგინეს

მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ სტუდენტებს გააცნო პროექტი „პარალეგალი“. შეხვედრის &n..

2023-10-24

იურიდიული დახმარების პირველი მობილური საკონსულტაციო ცენტრი ამოქმედდა

18 ოქტომბერს, უფასო სამართლებრივ დახმარებაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომიბის გაზრდის მიზნით,  პირველად ამოქმედდა "იურიდიული დახმარების მობილური საკონსულტაციო ცენტრი".  პროექტი იურიდიული დახმარების სამსახურმა გერმანიისა და გაეროს..

2023-10-19

ფოთის ბიუროში მიგრაციის საკითხებზე იმსჯელეს

13 ოქტომბერს, ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროში სამუშაო შეხვედრა შედგა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის აჭარის და სამეგრელო - ზემო სვანეთის საველე ოფისის  კოორდინატორებთან  ნანა პაპიაშვილთან და ნანა წულაიასთან.  შეხვედრისას აღინ..

2023-10-17

სამსახურის დირექტორი მარნეულში საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის წევრებს შეხვდა

12 ოქტომბერს, მარნეულში, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია შეხვდა საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის წევრებს, აზერბაიჯანული სოფლების წარმომადგენლებს.  დავით სიმონიამ მოწვეულ საზოგადოებას გააცნო საქართველოში მოქმედი უფა..

2023-10-17

ხელვაჩაურელი ახალგაზრდებისთვის ტრენინგი ჩატარდა

10 ოქტომბერს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში, აჭარის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა იამზე ზანდარაძემ ჩაატარა ტრენინგი თემაზე: ,,ადამიანის უფლებები და თავისუფლებები". ტრენინგზე ყურადღება გამახვილდა თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციი..

2023-10-13

გაფორმდა მემორანდუმი თავდაცვის სამინისტროსთან

9 ოქტომბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანია სამხედრო მოსამსახურეების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშ..

2023-10-13

სოფელ ახალაბასთუმანში შეხვედრა ჩატარდა

2023 წლის 29 სექტემბერს, ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი რომან კეიდია და კონსულტანტი ნინო მინჯია მონაწილეობდნენ შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო  მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებულ გაიმართა გასვლითი საინფორ..

2023-10-06

იურიდიული დახმარების სამსახურსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

5 ოქტომბერს, იურიდიული დახმარების სამსახურსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი, ეფექტიანი თანამშრომლობის დამყარების მიზნით იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონია..

2023-10-06