Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

სოფელ ასკანასა და მთისპირს მობილური საკონსულტაციო ცენტრი ეწვია

გრძელდება მობილური იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო კამპანია გურიაში. 13 თებერვალს ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები მობილური საკონსულტაციო ცენტრის საშუალებით სოფლებს -ასკანასა და მთისპირს ესტუმრნენ. ად..

2024-02-14

გურიაში იურიდიული დახმარების მობილური კამპანია დაიწყო

2024 წლის 12 თებერვლიდან ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სოფლებში იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი იმოგზაურებს.  ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები და კონსულტანტები უფასო სამართლებ..

2024-02-13

ეფექტური კომუნიკაციის თემაზე პარალეგალებისათვის ტრენინგი ჩატარდა

2024 წლის 5 თებერვლიდან 9 თებერვლის ჩათვლით პარალეგალებისთვის გაიმართა ტრენინგი სახელწოდებით - „ეფექტური კომუნიკაცია“. ტრენინგი განხორციელდა 2 ნაკადად, იმერეთისა და აჭარის რეგიონის პარალეგალებისთვის. ტრენინგს უძღვებოდა დარგის ექსპერტი..

2024-02-12

გაფორმდა მემორანდუმი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან

2024 წლის 6 თებერვალს, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურსა და ააიპ „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს იურიიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმ..

2024-02-07

ოზურგეთის ბიურო ახალ მისამართზეა

ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიურომ შეიცვალა მისამართი. აქამდე იგი ქალაქ ოზურგეთში ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარეობდა. ამჟამად კი  საზოგადოებრივი ადვოკატებისა და კონსულტანტების ნახვა შეგიძლიათ  ისევ ოზურგეთში, გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩაზე, ახალ ..

2024-01-26

გელა სიორდია იურიდიული დახმარების საბჭოს წევრი გახდა

დასავლეთ საქართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ბიუროს უფროსი გელა სიორდია დღეიდან იურიდიული დახმარების საბჭოს წევრის მოვალეობასაც ერთი წლის განმავლობაში შეასრულებს. გელა სიორდია იურიდიული დახმარების სამსახურში 2005 წლიდან მუშაობს. 2005-20..

2024-01-25

ქუთაისში იურიდიული დახმარების სამსახურის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა გაიმართა

19 იანვარს, ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, დავით სიმონიამ  სამსახურის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.  ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს სამსახურმა აწარმოვა 14 4..

2024-01-24

ახალციხეში გაიმართა შეხვედრა სახელწოდებით „ ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება ადგილობრივ დონეზე“

მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, ახალციხეში, გაიმართა შეხვედრა სახელწოდებით - „ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება ადგილობრივ დონეზე“. შეხვედრა გახსნა USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა - გიორგი ჩხეიძემ.  იური..

2023-12-25

ფოთის მე-15 საჯარო სკოლაში იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა

2023 წლის 19 დეკემბერს ფოთის საქალაქო სასამართლოში გაიმართა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით იმიტირებული სასამართლო პროცესი, სადაც პროცესის მონაწილე პირების ადვოკატების, პროკურორების მოწმეების, ნაფიცი მსაჯულების როლები მოირგეს სსიპ ქალაქ ფოთის #15 საჯარო ..

2023-12-22

ბორჯომში უფასო იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა ქსელის წარმომადგენლებისათვის ტრენინგი ჩატარდა

2023 წლის 6-8 დეკემბერს, გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, ბორჯომში, უფასო იურიდიული დახმარების მიმწო..

2023-12-19