Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

ბათუმის უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა

2023 წლის 29 სექტემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ორგანიზებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა სახელწოდებით - „კარიერა იურიდიულ პროფესიაში“. ღონისძიება..

2023-10-04

შუახევში იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა

27 სექტემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ორგანიზებით, გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი შუახევის მაგისტრატ სასამართლოში. აღსანიშნავია, რომ პროცესზე მხარეებს წარმოადგენდნენ სტუდენტი პარალეგალები..

2023-09-29

გაეროს სახლში გაიმართა უფასო იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა ქსელის წევრთა შეხვედრა

2023 წლის 26 სექტემბერს,  გაეროს სახლში, გაეროს განვითარების პროგრამის UNDP მხარდაჭერით გაიმართა უფასო იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა ქსელის წევრთა შეხვედრა. შეხვედრის მიზანი იყო ახალი დებულების დამტკიცება და ქსელში ახალი ორგანიზაციების გაწევ..

2023-09-26

რომან კეიდიამ მონაწილეობა მიიღო ჯანსაღი და უსაფრთხო მომავლისათვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სათემო კოალიციის შეხვედრაში

2023 წლის 22-სექტემბერს იურიდიული დახმარების სამსახურის ზუგდიდის ბიუროს უფროსმა რომან კეიდიამ, წევრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო ჯანსაღი და უსაფრთხო მომავლისათვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სათემო კოალიციის შეხვედრაში. სათემო კოალიციის მიზანია სახელ..

2023-09-25

დავით სიმონია UNHCR - საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, კემლინ ფურლის შეხვდა

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის (UNHCR) ხელმძღვანელს, კემლინ ფურლის შეხვდა.  შეხვედრის მთავარი მიზანი გახლდათ სამსახურისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფი..

2023-09-21

ქუთაისში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

18 სექტემბერს, ქუთაისში, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე ნინო მელაძე,  USAID/Georgia სამართლის უზენაესობის პროგრამის ინიციატივით და მხარდაჭერით, შეხვდა  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ქუთაისის უნივერს..

2023-09-20

იურიდიული დახმარების სამსახურსა  და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

15 სექტემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურსა  და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მიზნად ისახავს საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობას, მედიაციის..

2023-09-18

ბოლნისში გაიხსნა იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი

2023 წლის 14 სექტემბერს, ბოლნისში, სულხან-საბა ორბელიანის ქ.106 -ში, იურიდიული დახმარების სამსახურის რიგით 43-ე საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. ამიერიდან, ბოლნისის მოსახლეობისთვის უფასო სამართლებრივი დახმარება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება. შესაძლებ..

2023-09-18

თეთრიწყაროში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი ამოქმედდა

2023 წლის 14 სექტემბერს,  თეთრიწყაროში (თამარ მეფის 1 #34) იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. ცენტრში შესაძლებელი იქნება უფასო სამართლებრივი დახმარების მიღება თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის.  ..

2023-09-15

იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა ქსელის  სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

7 სექტემბერს იურიდიული დახმარების სამსახურისა და გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) მხარდაჭერით ჩატარდა იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა ქსელის  სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. ღონისძიება განხოციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა UNDP და გერმანიის მ..

2023-09-13