Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდა ტრენინგი პარალეგალებისათვის

2024 წლის 5 აპრილს ქ.ქუთაისში და 12 აპრილს ქ. ბათუმში პარალეგალებისთვის გაიმართა ტრენინგი სახელწოდებით - „სასესხო ურთიერთობის სამართლებრივი რეგულირება მატერიალური და პროცესუალური ასპექტები“. ტრენინგი განხორციელდა 2 ნაკადად, იმერეთისა დ..

2024-04-23

პირველი მაისის, ტყვირის, ქოლობანისა და მარანის სკოლების მოსწავლეებთან ვიქტორინა ჩატარდა

2024 წლის 16 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია და სამსახურის სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის, ტყვირის, ქოლობნის და მარნის საჯარო სკოლის მოსწავლეებს.  დავით სიმონიამ აბაში..

2024-04-23

სამსახური "ალტე უნივერსიტეტის" დასაქმების ფორუმში მონაწილეობდა

17 აპრილს,  იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენნელი რევაზ არსენიძე მოსაწილეობდა დასაქმების ფორუმში, რომელსაც "ალტე უნივერსიტეტმა"  უმასპინძლა.  ფორუმზე უნისვერისტეტის სტუდენტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს,&nbs..

2024-04-23

სეუ-ში დასაქმების ფორუმი

16 აპრილს, საქართველო ეროვნული უნივერსიტეტში (სეუ) დასაქმების ფორუმი გაიმართა. მასში იურიდიული დახმარების სამსახური მონაწილეობდა. სამსახურის წარმომადგემელმა რავაზ არსენიძემ დაინტერესებულ პირებს, განსაკუთფრებით სტუდენტებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ი..

2024-04-16

ძველი სენაკის, ზემო ჭალადიდის, გეჯეთის და ხორშის მოსახლეობამ მობილური საკონსულტაციო ცენტრით ისარგებლა

მიმდინარე წლის 12 და 15  აპრილს  ფოთის  იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლებმა ჩაატარეს ოთხი შეხვედრა  სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ძველი სენაკი, გეჯეთი, ხორში და ზემო ჭალადიდში დამსწრე საზოგადოებას მიეწოდათ ინფორმაცია ..

2024-04-16

სენაკის N1 საჯარო სკოლაში პარაეგალების მონაწილეობით იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა

მიმდინარე წლის 11 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ორგანიზებით, გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი სენაკის რაიონულ სასამართლოში. იმიტირებულ პროცესზე მხარეებს წარმოადგენდნენ სტუდენტი პარალეგალებ..

2024-04-16

ლეძამძესა და ნოქალაქევში მობილური საკონსულტაციო ცენტრი და ადვოკატები ჩავიდნენ

10 აპრილს ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლებმა ჩაატარეს შეხვედრები სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ლეძამძესა და ნოქალაქევში. სოფლების მცხოვრებლებს მიეწოდათ ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ. იურიდიული დ..

2024-04-16

პარალეგალების სოფელ ნოსირის საჯაროს სკოლის მოსწვლეებს შეხვდნენ

2024 წლის11 აპრილს, სენაკის რაიონის სოფელ ნოსირის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის პარალეგალებთან ერთად გაიმართა შეხვედრა. პარალეგალებმა სკოლის მოსწავლეებს გააცნეს შემდეგი თემები: ბავშვის უფლებები, ბულინგის სახეები და ინკლუზიური განათლების მნიშვნელობა..

2024-04-16

ქუთაისის სკოლა "იმედში" პარალეგალებთან ერთად შეხვედრა ჩატარდა

მიმდინარე წლის 10 აპრილს, ქ. ქუთაისში აკად. ივ. ჯავახიშვილის სახელობის სკოლა „იმედში“ იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებისთვის პარალეგალებთან ერთად გამართეს შეხვედრა.  შეხვედრას უძღვებოდა სამსახურის..

2024-04-13

დავით სიმონია ქართულ-სომხურ სამართლებრივ ფორუმში მონაწილეობს

2024 წლის 11-12 აპრილს ერევანში გამართულ მე-5 სომხურ-ქართულ სამართლებრივ ფორუმში ქართულ დელეგაციასთან ერთად იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი - დავით სიმონია იღებდა მონაწილეობას. დავით სიმონიამ დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა იურიდიული დახმა..

2024-04-13