Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

ზუგდიდში შშმ პირთა საკითხებზე შეხვედრა ჩატარდა

2024 წლის 27-აპრილს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში „მაკ ჯორჯიას და ზუგდიდის დამოუკიდებელი ცენტრის ორგანიზებით გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობის მქონნე პირთა მხარდამჭერი მომსახურების ინტერაქციული გამოფენა, რომელშიც მონაწი..

2024-04-30

მობილური საკონსულტაციო ცენტრი ტყვირსა და ნასაეკაოში ჩავიდა

23 აპრილს  ფოთის  იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლების ტყვიისა და ნასაეკაოს მცხოვრებლებს შეხვდნენ და  მიაწოდეს ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ. დაურიგეს საინფორმაციო ..

2024-04-27

ონტოფოსა და სეფიეთში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი ჩავიდა

მიმდინარე წლის 19 აპრილს  ფოთის  იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლებმა ჩაატარეს შეხვედრები აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებში ონტოფოსა და სეფიეთში. დამსწრე საზოგადოებას მიეწოდათ ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესა..

2024-04-27

სოფელ სუჯუნაში მობილური საკონსულტაციო ცენტრი ჩავიდა

2024 წლის 18 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია და სხვა წარმომადგენლები აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სუჯუნას მოსახლეობას შეხვდნენ.  დავით სიმონიამ დამსწრე საზოგადოებას სამსახურის სერვისები გააცნო. ასევე, წარადგინა..

2024-04-25

სოფელ ნორიოში სამსახურის წარმომადგენლები ჩავიდნენ

2024 წლის 18 აპრილს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია და სხვა წარმომადგენლები აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს მოსახლეობას შეხვდნენ.  დავით სიმონიამ დამსწრე საზოგადოებას სამსახურის სერვისები გააცნო. ასევე, წარადგინა ი..

2024-04-25

კონფლიქსტისპირა სოფელ ბოჟამში შეხვედრა გაიმართა

15 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის გორის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტი ნინო მასურასვილი მონაწილეობდა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოჟამში გამართულ შეხვედრაში, რომელიც ორგანიზებული იყო შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში ..

2024-04-25

ქალაქ ჯვარში მობილური საკონსულტაციო ცენტრი ჩავიდა

2024 წლის 18 აპრილს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია შეხვდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის მოსახლეობას. ჯვარი არის კონფლიქტის გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი მოსახლეობისათვის..

2024-04-25

სამიქაო-მაიდანში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

2024 წლის 17 აპრილს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია შეხვდა აბაშის მუნიციპალიტეტის სამიქაო-მაიდნის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას.  შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა გიგ..

2024-04-25

ჩატარდა შეხვედრა აბაშის #1 სკოლის მოსწავლეებთან

2024 წლის 17 აპრილს აბაშის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართა შეხვედრა.  შეხვედრას უძღვებოდა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი  დავით სიმონია.  სამსახურის წარმომადგენელმა დიმიტრი ტორაძემ,  მოსწა..

2024-04-25

დავით სიმონია აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლების რწმუნებულებს შეხვდა

2024 წლის 16 აპრილს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია შეხვდა აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, სოციალური სამსახურების წარმომადგენლებს და სოფლების რწმუნებულებს.  შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ა..

2024-04-23