Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

თბილისის მე-60 სკოლაში შეხვედრა ჩატარდა

27 მაისს იურიდიული დახმარების სამსახურის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის “გენდერული თანასწორობა საქართველოსთვის“ ფარგლებში თბილისის მე - 60 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ჩატარდა შეხვედრა.  სამსახურის წარმომადგენლებმა სკოლის მო..

2024-06-04

შეხვედრები ჩატარდა ტალერსა და სალხინოში

23 მაისს ფოთის  იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლებმა ჩაატარეს შეხვედრები  მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელებში  ტალერსა და სალხინოში მცხოვრებ მოსახლეობასთან. მათ მიეწოდათ ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები..

2024-05-29

ადვოკატები თამაკონსა და კურზუს ესტუმრნენ

მიმდინარე წლის 15 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი და  ფოთის  იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონსა და კურზუს ესტუმრნენ. ადვოკატებმა ადგილობრივ მოსახლეობას ..

2024-05-29

ჩატარდა შეხვედრა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებზე

მიმდინარე წლის 23 მაისს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებისთვის გაიმართა სამუშაო შეხვედრა, თემაზე - ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. სამუშაო შეხვედრა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორ..

2024-05-29

აბედათსა და ნახუნაოში შეხვედრები ჩატარდა

მიმდინარე წლის 21 მაისს  ფოთის  იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლებმა ჩაატარეს  შეხვედრა მარტვილის  მუნიციპალიტეტის სოფელ აბედათსა და ნახუნაოში დამსწრე საზოგადოებას   მიაწოდეს  ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამს..

2024-05-29

სოფელ დარბაზსა და ძველ ქვეშში შეხვედრები ჩატარდა

21 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის რუსთავის ბიუროს კონსულტანტი ლალი ალუდაური და ადვოკატი დავით ჯიქია  ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ დარბაზის და ძველი ქვეშის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრა ჩატარადა ქვემო ქართლის მასშტაბით ..

2024-05-22

ლეხაინდრაოსა და ბანძაში მობილური საკონსულტაციო ცენტრი ჩავიდა

მიმდინარე წლის 16 მაისს  ფოთის  იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლებმა ჩაატარეს  შეხვედრა  აბაშის  მუნიციპალიტეტის სოფლებში - ლეხაინდრაოსა და ბანძაში, ადვოკატმა დავით გოგუამ, კონსულტანტმა სალომე ჯანჯღავამ და სპეციალისტმ..

2024-05-21

ირგინჩაისა და ომამლოში შეხვედრები ჩატარდა

2024 წლის 14 მაისს, რუსთავის იურიდიული დახმარების ბიუროის კონსულტანტი ლალი ალუდაური მონაწილობდა შეხვედრაში დმანისის მუნიციპალიტეტის ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში - ომამლოსა და ირგინჩაიში. შეხვედრა, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ორ..

2024-05-16

სოფელ კეთილარში მობილური საკონსულტაციო ცენტრი ჩავიდა

მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისა და უფასო სამართლებრივ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, რეგიონებში კვლავ გრძელდება იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო კამპანია. 14 მაისს  ფოთის  იურიდიული ..

2024-05-15

ქვემო ქართლის სოფლებში საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს

იურიდიული დახმარების სამსახურის  რუსთავის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტი ლალი ალუდაური და ადვოკატები მადონა მიქელაძე, ია იასაღაშვილი და მარიამ გელაშვილი ჩართულები არიან   ქვემო ქართლის მასშტაბით სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისები..

2024-04-30