Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

ახალმიღებული ადვოკატებისთვის საორიენტაციო სემინარი ჩატარდა

იურიდიული დახმარების სამსახურმა დაასრულა მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე იურიდიული დახმარების გაფართოებას უკავშირდება. ტესტირებისა და გასაუბრების შემდეგ, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე სამუშაოდ შერჩეუ..

2015-04-08

საზოგადოებრივი და კერძო ადვოკატებისთვის ვიდეო-ტრენინგები გრძელდება

6-7 აპრილს, თელავის და გორის იურიდიული დახმარების ბიუროებში ვიდეო-ტრენინგები ჩატარდა. თელავში მოისმინეს ლექცია სისხლის სამართლის საქმის ანალიზის შესახებ. გორში გამართული ვიდეო-ტრენინგი კი მიეძღვნა თემას -  „ნივთმტკიცებები–მიკროსამყარ..

2015-04-07

იმერეთში გასვლითი კონსულტაციები გრძელდება

იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიურო აგრძელებს გასვლით კონსულტაციებს იმერეთის რეგიონში. 2 აპრილს, რიგით მე-6 შეხვედრა გაიმართა ქუთაისში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებთან. ამჯერად საზოგადოებრივი ადვოკატები  ნიკეას №15-ში მცხოვრებ დე..

2015-04-03

სტაჟიორებმა ადვოკატთა პროფესიულ ეთიკაში ტრენინგი გაირეს

3 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს სისხლის სამართლის კლინიკის სტუდენტებს ადვოკატთა პროფესიული ეთიკის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ. სწავლების ფარგლებში, სტუდენტები გაეცნენ ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის პრაქტიკას, ეთიკის ..

2015-04-03

საჯარო სკოლებში სამართლებრივი სემინარები გრძელდება

საქართველოს საჯარო სკოლებში იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატთა სემინარები გრძელდება. 30 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით, სემინარები ჩატარდა 9 საჯარო სკოლაში. ესენია: ხობის რაიონის სოფელ თორსას სკოლა, მარტვილის რაიონის სოფლების - ტალერის და კურზუ..

2015-04-03

საჯარო სკოლებში სამართლებრივი სემინარები გრძელდება

საქართველოს საჯარო სკოლებში იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატთა სემინარები გრძელდება. 23-27 მარტს სემინარები ჩატარდა 14 საჯარო სკოლაში. ესენია: ხობის რაიონის სოფელების ქამისხურისა და ხეთის სკოლები, მარტვილის რაიონის სოფლების - ინჩხურისა და გ..

2015-03-27

სამოქალო და ადმინისტრაციულ სამართალში ტრენინგების ციკლი გრძელდება

იუსტიციის სასწავლო ცენტრში გრძელდება ტრენინგების ციკლი, რომელიც სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართლის საკითხებს ეძღვნება. 27-28 მარტს, იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტები ესწრებიან მეორე ტრენინგს, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოში ადმინი..

2015-03-27

სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე იურიდიული დახმარების გაფართოების შესახებ მსჯელობა გაიმართა

როგორ უნდა განსაზღვრონ სასამართლომ და იურიდიული დახმარების სამსახურმა იმ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა სირთულე და მნიშვნელობა, რომლებთან დაკავშირებითაც მისაღები იქნება გადაწყვეტილება გადახდისუუნარო პირისათვის უფასო საადვოკატო მომსახურების..

2015-03-25

რეგიონებში გასვლითი კონსულტაციები გრძელდება

იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროები გასვლით კონსულტაციებს განაგრძობენ. 23-24 მარტს, ფოთის, ქუთაისისა და ბათუმის იურიდიული დახმარების ბიუროების ადვოკატებმა გასვლითი კონსულტაციები სენაკის რაიონის სოფელ ზანაში, სამტრედიის რაიონის სოფელ..

2015-03-24

საჯარო სკოლებში სამართლებრივი სემინარები გრძელდება

საქართველოს საჯარო სკოლებში იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატთა სემინარები გრძელდება. 16-20 მარტს სემინარები ჩატარდა 11 საჯარო სკოლაში. ესენია: ხობის №1 და №2 სკოლები, ბათუმის №2 სკოლა, ახალციხის №1 და №2 სკოლები, ხონის №3 სკოლა, ზესტაფონის ..

2015-03-20