Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

იურიდიული დახმარების ბიუროები თვითმმართველობების მუშაკებთან გაცნობით შეხვედრებს განაგრძობენ

იურიდიული დახმარების ბიუროები განაგრძობენ გაცნობით შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაკებთან. 24 მარტს მცხეთის ბიუროს ადვოკატები დუშეთის საკრებულოს თანამშრომლებს შეხვდნენ, 25 მარტს კი ზესტაფონის ბიუროს ადვოკატებმა შეხვედრა ხარაგაულის გამგ..

2016-03-25

შეხვედრა ქუთაისის ა.წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებთან

24 მარტს იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს იურისტებმა შეხვედრა მოაწყვეს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებთან. სტუდენტები გაეცნენ იურიდიული დახმარების სამსახურის შექმნისა და განვითარების ისტორიას, საადვოკატო მო..

2016-03-24

პარლამენტში გრძელდება იურიდიული დახმარების სამსახურის 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის განხილვა

საქართველოს პარლამენტში გრძელდება იურიდიული დახმარების სამსახურის 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის განხილვა. ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის შემდეგ, დღეს, სამსახურის ანგარიში იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოისმინა. სამსა..

2016-03-24

საინფორმაციო შეხვედრა ოჯახში ძალადობის თემაზე

24 მარტს, იურიდიული დახმარების სამსახურის რუსთავის ბიუროს ადვოკატებმა საინფორმაციო შეხვედრა სართიჭალაში გამართეს. ვიზიტის ფარგლებში, საზოგადოებრივი ადვოკატები ადგილობრივებს ესაუბრნენ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებებზე, ასევე – მოძალადეთათ..

2016-03-24

იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები დევნილებს შეხვდნენ

22–23 მარტს, იურიდიული დახმარების სამსახურის ზუგდიდისა და მცხეთის ბიუროს ადვოკატები დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში ჩავიდნენ და იძულებით გადაადგილებულ პირებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები..

2016-03-23

გორში, მოსწავლეთა მონაწილეობით, იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა

20 მარტს გორის რაიონულ სასამართლოში გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი გორის ლიდერთა სახლის მოსწავლეების მონაწილეობით, სადაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მხარეებს - პროკურორები, ადვოკატები, ბრალდებული - თავად მოსწავლეები ..

2016-03-20

იურიდიული დახმარების სამსახური სტრუქტურის რეორგანიზაციაზე მუშაობს

იურიდიული დახმარების საბჭოს წევრები, იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაცია და რეგიონული ბიუროების უფროსები 18-19 მარტს, შეიკრიბნენ გუდაურში, ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე, იურიდიული დახმარების სამსახურის ცენტრალური აპარატის ახალ სტრუქტურაზე..

2016-03-19

ზესტაფონში გაიმართა შეხვედრა სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებთან

18 მარტს, იურიდიული დახმარების სამსახურის ზესტაფონის ბიუროს ადვოკატებმა შეხვედრა გამართეს სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების თანამშრომლებთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე (მხარდაჭერის მი..

2016-03-18

ოჯახში ძალადობის თემაზე მარნეულის და ბოლნისის სკოლებში სემინარები გაიმართა

16 მარტს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქვემო ქართლის ბიუროს ადვოკატები ეწვივნენ მარნეულის №5 და ბოლნისის რაიონის სოფელ თამარისის საჯარო სკოლებს, სადაც უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის გამართეს სემინარები ოჯახში ძალადობის შესახებ. მარნეულში ორგანიზებუ..

2016-03-16

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელში, ოჯახში ძალადობის თემაზე, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

16 მარტს, იურიდიული დახმარების სამსახურის ახალციხის ბიუროს და ახალქალაქის საკონსულტაციო ცენტრის იურისტებმა საინფორმაციო შეხვედრა ახალქალაქის რაიონის სოფელ ხულგუმოში გამართეს. ვიზიტის ფარგლებში, საზოგადოებრივი ადვოკატები ადგილობრივებს ესაუბრნენ ოჯა..

2016-03-16