Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

გასვლითი კონსულტაცია საგურამოში

30 იანვარს, იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა-მთიანეთის ბიუროს იურისტებმა მორიგი გასვლითი კონსულტაცია სოფელ საგურამოში გამართეს. საზოგადოებრივმა ადვოკატება მოსახლეობას უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და ადგილზე გაუწიეს..

2015-01-30

წეროვანსა და ქუთაისში ჩასახლებულმა დევნილებმა სამართლებრივი კონსულტაციები მიიღეს

29 იანვარს, იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთისა და ქუთაისის ბიუროებმა დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში გასვლითი კონსულტაციები გამართეს. მცხეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები წეროვნის კომპაქტურ დასახლებას ეწვივნენ და იძულებით გადაადგილ..

2015-01-29

ადგილობრივ თვითმმართველობებთან შეხვედრები გრძელდება

იურიდიული დახმარების ბიუროები ადგილობრივ თვითმმართველობებთან შეხვედრებს განაგრძობენ. 28 იანვარს ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუშაკებს და სოფლებში გამგებლის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საზოგადოე..

2015-01-28

მელიტონ ბენიძემ იურიდიული დახმარების საბჭოს წლიური ანგარიში წარუდგინა

27 იანვარს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, მელიტონ ბენიძემ, 2014 წელს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში იურიდიული დახმარების საბჭოს წარუდგინა. სამსახურის დირექტორმა შეაჯამა განვლილი წელი  და მას მთლიანობაში წარ..

2015-01-27

სოციალურად დაუცველ პენსიონერს მატერიალური დახმარება გაეწია

იურიდიული დახმარების სამსახურის მარნეულის საკონსულტაციო ცენტრის იურისტის, ნინო პაპაშვილის, ძალისხმევით, სოციალურად დაუცველ პენიონერს ერასტ კ.-ს მატერიალური დახმარება გაეწია. ერასტ კ. მარტოხელა პენსიონერი იყო. კონსულტაციის პროცესში, გაირკვა, რომ მო..

2015-01-26

გორში იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ოთხმა სტუდენტმა დაასრულა 3-თვიანი სტაჟირების პროგრამა, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიუროს ბაზაზე მოქმედი იურიდიული კლინიკის ფარგლებში ხორციელდებოდა. 25 იანვარს, ..

2015-01-25

საჩხერეში იურიდიული დახმარების ცენტრი გაიხსნა

სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი უფასო იურიდიული დახმარება საქართველოს კიდევ ერთ რეგიონში გახდა ხელმისაწვდომი. იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, მელიტონ ბენიძემ, დღეს, საჩხერის საკონსულტაციო ცენტრი გახსნა. ღონისძიებას იურიდიული დახმარების..

2015-01-23

იურიდიული დახმარების სამსახურის ძალისხმევით, რამდენიმე მოქალაქემ ალიმენტის თაობაზე დავა მოიგო

იურიდიული დახმარების სამსახურის მცეთა-მთიანეთის ბიუროს და მარნეულის საკონსულტაციო ცენტრის იურისტების დახმარებით, რამდენიმე მოქალაქემ ალიმენტის თაობაზე დავა მოიგო. ნათია ლ.-მ იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა-მთიანეთის ბიუროს, თავისი ქალიშვილი..

2015-01-23

საჩხერეში იურიდიული დახმარების ცენტრი გაიხსნება

23 იანვარს, 13:00 საათზე, საჩხერეში (თავისუფლების ქ.№4), იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, მელიტონ ბენიძე, საკონსულტაციო ცენტრს გახსნის. ღონისძიებას იურიდიული დახმარების საბჭოს წევრები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა ..

2015-01-22

სისხლის სამართლის საქმეთა მენეჯმენტის კომპიუტერული პროგრამის განახლება წარმატებით დასრულდა

იურიდიული დახმარების სამსახურმა წარმატებით დაასრულა სისხლის სამართლის საქმეთა მენეჯმენტის კომპიუტერული პროგრამის - CaseBank–ის განახლების პროცესი. გაუმჯობესდა პროგრამის ფუნქციონალური შესაძლებლობები, დაიხვეწა პროგრამაში მონაცემთა შეყვანის და დამ..

2015-01-22