Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

ქუთაისში მცხოვრება დევნილებმა იურიდიული კონსულტაცია მიიღეს

იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიურო აგრძელებს გასვლით კონსულტაციებს ქუთაისის სხვადასხვა ობიექტში კომპტაქტურად დასახლებულ დევნილებთან. მორიგი შეხვედრა 11 მარტს ნიკეას ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებთან გაიმართა. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა იძულ..

2015-03-11

ნაფიც მსაჯულთა შერჩევასა და ადვოკატთა ეთიკაში ტრენინგი ჩატარდა

11 მარტს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროში  ნაფიც მსაჯულთა შერჩევის უნარ-ჩვევებში და ადვოკატთა პროფესიულ ეთიკაში ტრენინგი ჩატარდა. სწავლებას 25 ადვოკატი დაესწრო. ტრენინგი გაიმართა ამერიკის იურისტთა ასოციაციისა და იურიდიული დახ..

2015-03-11

სამტრედიის რაიონის სოფელბში გასვლითი კონსულტაციები გრძელდება

იურიუდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიურო აგრძელებს გასვლით კონსულტაციებს სამტრედიის რაიონის სოფლებში. მორიგი გასვლითი კონსულტაცია დღეს სოფელ იანეთში გაიმართა. მოსახლეობას განემარტა იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები და ადგილზე გაეწია..

2015-03-10

სტუდენტების ახალმა ნაკადმა ქუთაისში სტაჟირება დაიწყო

დღეს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროში ჩატარდა საორიენტაციო სემინარი ა.წერეთლის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 10 სტუდენტისთვის, რომლებიც, იურიდიული კლინიკის ფარგლებში, სტაჟირების 4-თვიან პროგრამას იწყებენ. სტუდენტები გაეცნენ ს..

2015-03-10

გასვლითი კონსულტაცია მარნეულის რაიონის სოფელში

10 მარტს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქვემო ქართლის ბიუროს ადვოკატებმა გასვლითი კონსულტაცია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანახჩში გამართეს. ადგილობრივ მოსახლეობას კონსულტაცია გაეწია ზოგადსამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიღეს ინფორ..

2015-03-10

გრძელდება მოსახლეობის ინფორმირება საზოგადოებრივ ცენტრებში დანერგილი იურიდიული დახმარების შესახებ

2015 წლის 10 თებერვლიდან უფასო იურიდიული დახმარება ზესტაფონის რაიონის დაბა შორაპანში გახდა ხელმისაწვდომი. სერვისის მიღება შესაძლებელია ადგილობრივ საზოგადოებრივ ცენტრში, სადაც, კვირაში ერთხელ, მოქალაქეებს იურიდიული დახმარების სამსახურის კონსულტანტი იღ..

2015-03-10

ცეცხლსასროლი იარაღის დამზადება-შენახვაში ბრალდებულს მსუბუქი სასჯელი მიესაჯა

იურიდიული დახმარების სამსახურის ზესტაფონის ბიუროს ადვოკატი, ფატმან არზიკიანი, იცავდა გენადი წ.-ს, რომელსაც ბრალი ედებოდა ცეცხლსასროლი იარაღის დამზადებასა და შენახვაში. გამოძიებით ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების თარიღი დადგენილი არ იყო. ბრალდებულის..

2015-03-09

პარლამენტში იურიდიული დახმარების სამსახურის წლიური ანაგრიშის განხილვა დაიწყო

საქართველოს პარლამენტმა იურიდიული დახმარების სამსახურის წლიური ანგრიშის განხილვა დაიწყო. 9 მარტს, პირველი საკომიტეტო მოსმენა ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში გაიმართა. სამსახურის დირექტორმა, მელიტონ ბენიძემ შეაჯამა განვლი..

2015-03-09

შეხვედრა ქუთაისის ა.წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებთან

დღეს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს იურისტებმა აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებთან  შეხვედრა მოაწყვეს. სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები გაეცნენ იურიდიული დახმარების სამსახურის შექმნისა და განვითარების ისტორია..

2015-03-06

საზოგადოებრივი და კერძო ადვოკატებისთვის ვიდეო-ტრენინგები გრძელდება

2015 წლის იანვრიდან, იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონულ ბიუროებში გრძელდება ვიდეო-ტრენინგები, რომლებიც, განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში, საზოგადოებრივი ადვოკატებისა და კერძო სექტორში მოღვაწე იურისტებისთვის ტარდება. სწავლება ამერიკის ..

2015-03-06