Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

ABA-სთან თანამშრომლობით, იურიდიული დახმარების ბიუროებში ტრენინგები გრძელდება

იურიდიული დახმარების ბიუროებში გრძელდება ამერიკის იურისტთა ასოციაციის მიერ შემუშავებული ტრენინგები, რომლებიც განკუთვნილია საზოგადოებრივი და კერძო სექტორში მოღვაწე ადვოკატებისათვის. 16 მარტს, მცხეთის ბიუროში გაიმართა ვიდეო-ტრენინგი ნაფიც მსაჯულთა შ..

2015-03-19

გრძელდება მოსახლეობის ინფორმირება საზოგადოებრივ ცენტრებში დანერგილი იურიდიული დახმარების შესახებ

2015 წლის 12 თებერვლიდან უფასო იურიდიული დახმარება წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთში გახდა ხელმისაწვდომი. სერვისის მიღება შესაძლებელია ადგილობრივ საზოგადოებრივ ცენტრში, სადაც, კვირაში ერთხელ, მოქალაქეებს იურიდიული დახმარების სამსახურის კონსულტანტი მიიღ..

2015-03-19

ქუთაისში მცხოვრება დევნილებმა იურიდიული კონსულტაცია მიიღეს

იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიურო აგრძელებს გასვლით კონსულტაციებს ქუთაისის სხვადასხვა ობიექტში კომპტაქტურად დასახლებულ დევნილებთან. მორიგი შეხვედრა 18 მარტს თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებთან გაიმართა. საზოგადოებრივმა ადვოკატებმ..

2015-03-18

სოფელ ციხისძირის მოსახლეობამ იურიდიული კონსულტაცია მიიღო

17 მარტს, იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს ადვოკატებმა გასვლითი კონსულტაცია ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირში გამართეს. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მოსახლეობას იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და გაუწიეს იურიდიული კო..

2015-03-17

პარლამენტში იურიდიული დახმარების სამსახურის წლიური ანაგრიშის განხილვა გრძელდება

საქართველოს პარლამენტი აგრძელებს იურიდიული დახმარების სამსახურის წლიური ანგრიშის განხილვას. 17 მარტს, მეორე საკომიტეტო მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაიმართა. სხდომას, პარლამენტართა გარდა, იურიდიული დახმარების საბჭოს წევრები და საერთაშორისო ორგ..

2015-03-17

სტაჟიორებმა კლიენტთან ინტერვიუს უნარ-ჩვევებზე ტრენინგი გაირეს

17 მარტს იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს სისხლის სამართლის კლინიკის სტუდენტებს კლიენტთან ინტერვიუს ჩატარების უნარ-ჩვევებში ტრენინგი ჩაუტარდათ. ტრენინგის მიმდინარეობისას სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია კლიენტთან პირველი შეხვედრის მნი..

2015-03-17

სამოქალო და ადმინისტრაციულ სამართალში ტრენინგების ციკლი დაიწყო

13 მარტს, იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტებისთვის სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საკითხებზე ტრენინგების ცილკი დაიწყო. სწავლება იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ-ის მხარდაჭერით მიმდინა..

2015-03-13

საზოგადოებრივი და კერძო ადვოკატებისთვის ვიდეო-ტრენინგები გრძელდება

10 და 12 მარტს გორის, ზუგდიდისა და თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროებში ვიდეო-ტრენინგები ჩატარდა. გორსა და თბილისში მოისმინეს ლექცია სისხლის სამართლის საქმის ანალიზის შესახებ. ზუგდიდში გამართული ვიდეო-ტრენინგი კი მიეძღვნა თემას -  „ბალი..

2015-03-12

ქსანსა და ბაზალეთში გასვლითი კონსულტაციები გაიმართა

იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა-მთიანეთის ბიუროს ადვოკატებმა გასვლითი კონსულტაციები გამართეს. 11 მარტს, საზოგადობრივი ადვოკატები მცხეთის რაიონის სოფელ ქსანში ჩავიდნენ. 12 მარტს კი დუშეთის რაიონის სოფელ ბაზალეთს ეწვივნენ და კომპაქტურად ..

2015-03-12

ბათუმის №1 საჯარო სკოლაში სემინარი გაიმართა

11 მარტს, იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს ადოკატებმა ბათუმის №1 საჯარო სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის სემინარი გამართეს. სემინარის ფარგლებში, მოზარდები გაეცნენ სისხლის სამართლის სფეროს სხვადასხვა საკითხებს, მათ შორის, დანაშაულთ..

2015-03-11