Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

ხარაგაულელი მოსწავლეებისათვის სამართლებრივ საკითხებზე სემინარი ჩატარდა

იურიდიული დახმარების სამსახურის ზესტაფონის ბიუროს ადვოკატებმა, 13 აპრილს, ხარაგაულის №2 საჯარო სკოლაში, გამართეს სემინარი, თემაზე – „ასაკი და კანონმდებლობა“. სემინარის ფარგლებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მოსწავლეებს თავიანთი უ..

2016-04-13

ფოთში, ქალთა და დევნილთა უფლებების დაცვის საკითხზე, შეხვედრა გაიმართა

12 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის ფოთის ბიუროში, კულტურულ–ჰუმანიტარული ფონდის –  „სოხუმის“ წარმომადგენლებთან გაიმათა შეხვედრა, რომელზეც სამეგრელოს რეგიონში ქალთა და დევნილთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომ..

2016-04-12

ზესტაფონელი მოსწავლეებისათვის სამართლებრივ საკითხებზე სემინარი ჩატარდა

იურიდიული დახმარების სამსახურის ზესტაფონის ბიუროს ადვოკატებმა, დღეს, ზესტაფონის №1 საჯარო სკოლაში, გამართეს სემინარი, თემაზე – „ასაკი და კანონმდებლობა“. სემინარის ფარგლებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მოსწავლეებს თავიანთი უფლება..

2016-04-06

ხელვაჩაურელი ახალგაზრდები არასრულწლოვანთა უფლებებს გაეცნენ

4 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს უფროსმა, იამზე ზანდარაძემ, ხელვაჩაურის გამგეობის ახალაგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებისათვის გამართა სემინარი, თემაზე – არასრულწლოვანი და პასუხისმგებლობა. ია..

2016-04-04

ფოთში გაიმართა შეხვედრა სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებთან

4 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის ფოთის ბიუროს ადვოკატებმა შეხვედრა გამართეს სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების თანამშრომლებთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე (მხარდაჭერის მიმღებ) პირთ..

2016-04-04

HR-მენეჯმენტის საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა

1–2 აპრილს, ბორჯომში, სასტუმროში „Crowne Plaza“, იურიდიული დახმარების სამსახურის დასავლეთ საქართველოს ოფისების თანამშრომლებისთვის გაიმართა ორდღიანი ტრენინგი, რომელიც ადამიანური რესურსების მართვის და სამუშაოს აღწერილობის შემუშავების ..

2016-04-02

ახალციხისა და მცხეთის სკოლებში სემინარები გაიმართა

იურიდიული დახმარების ბიუროები განაგრძობენ სასკოლო სემინარების ორგანიზებას სხვადასხვა სამართლებრივ თემაზე. 30 მარტს, სამცხე–ჯავახეთის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა, დავით ზარიძემ, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის საკითხებზე სემინარი გ..

2016-03-31

შეხვედრა ტყიბულის ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობასთან

28 მარტს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს ადვოკატებმა შეხვედრა გამართეს ტყიბულის გამგეობის და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან, ასევე ადგილობრივ მოსახლეობასთან. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა შეკრებილთ იურიდიული დახმარებით..

2016-03-28

ხელვაჩაურელი ახალგაზრდები არასრულწლოვანთა უფლებებს გაეცნენ

28 მარტს, იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს უფროსმა, იამზე ზანდარაძემ, ხელვაჩაურის გამგეობის ახალაგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებისათვის გამართა სემინარი, თემაზე – არასრულწლოვანი და პასუხისმგებლობა. ია..

2016-03-28

HR-მენეჯმენტის საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა

25–26 მარტს, კახეთში, სასტუმროში „ლოპოტა“, იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებისთვის გაიმართა ორდღიანი ტრენინგი, რომელიც ადამიანური რესურსების მართვის და სამუშაოს აღწერილობის შემუშავების საკითხებს მიეძღვნა. სწავლება გაეროს ..

2016-03-26