Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

ზუგდიდში დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის კუთხით არსებული პრობლემები განიხილეს

18 თებერვალს, საია-ს ზუგდიდის ოფისში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხებს მიეძღვნა. შეხვედრა ორგანიზებული იყო საია-ს მიერ და მას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, გუბერნატორის, სახალხო დამცველის, იუ..

2015-02-18

საზოგადოებრივი და კერძო ადვოკატებისთვის ვიდეო-ტრენინგები გრძელდება

2015 წლის იანვრიდან, იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონულ ბიუროებში გრძელდება ვიდეო-ტრენინგები, რომლებიც, განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში, საზოგადოებრივი ადვოკატებისა და კერძო სექტორში მოღვაწე იურისტებისთვის ტარდება. სწავლება ამერიკის ..

2015-02-16

მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელში გასვლითი კონსულტაცია ჩატარდა

იურიდიული დახმარების სამსახურის ქვემო ქართლის ბიუროს ადვოკატებმა მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელში გასვლითი კონსულტაცია გამართეს. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მოსახლეობას უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და ადგილზე გაუწიეს სა..

2015-02-13

საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით, წყალტუბოს რაიონის სოფელი გეგუთი უფასო იურიდიული კონსულტაციით ისარგებლებს

გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევისა და ზესტაფონის რაიონის სოფელ შორაპნის შემდეგ, უფასო იურიდიული კონსულტაცია, დღეიდან, წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთისათვის გახდა ხელმისაწვდომი. სერვისით სარგებლობა შესაძლებელია ადგილობრივ საზოგადოებრივ ცენტრში, სადაც, კ..

2015-02-12

იურიდიული დახმარების სამსახური ერთ-ერთ ყველაზე გამჭვირვალე ორგანიზაციად დასახელდა

იურიდიული დახმარების სამსახური ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე საჯარო დაწესებულებაა. ამის შესახებ ცნობილი გახდა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის წლიური ანგარიშიდან, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) დ..

2015-02-12

გორის მიმდებარე სოფლებში იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობა იზრდება

6 თებერვლიდან უფასო იურიდიული დახმარება გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში გახდა ხელმისაწვდომი. სერვისის მიღება შესაძლებელია ადგილობრივ საზოგადოებრივ ცენტრში, სადაც, კვირაში ერთხელ, მოქალაქეებს იურიდიული დახმარების სამსახურის კონსულტანტი მიიღებს. აღ..

2015-02-09

სემინარი ჟინვალის საჯარო სკოლაში

არა ძალადობას! - ამ დევიზით იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა-მთიანეთის ბიუროს ადვოკატებმა ჟინვალის საჯარო სკოლაში სემინარი გამართეს. სემინარის ფარგლებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ისაუბრეს ძალადობის სხვადასხვა ფორმებზე და მოსწავლეებს მათთა..

2015-02-06

სამტრედიის რაიონში გასვლითი კონსულტაციები დაიწყო

იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს ადვოკატებმა სამტრედიის მუნიციპალიტეტში გასვლითი კონსულტაციები დაიწყეს. 5 თებერვალს, ბიუროს ადვოკატებმა პირველი ვიზიტი სოფელ გომში გამართეს. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივ მოსახლეობას კონსულტა..

2015-02-05

ქუთაისში იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა

ქუთაისის ა.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ხუთმა სტუდენტმა დაასრულა 3-თვიანი სტაჟირების პროგრამა, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს ბაზაზე მოქმედი იურიდიული კლინიკის ფარგლებში ხორციელდებოდა. 3 თებერვალს..

2015-02-03

კასპელი და გორელი მოსწავლეები ბავშვთა უფლებებს გაეცნენ

კვირას, 1 თებერვალს, კასპის №3 საჯარო სკოლაში, ბავშვთა უფლებების თემაზე, სემინარი გაიმართა. ღონისძებას კასპის №3 საჯარო სკოლის, ასევე გორის რამდენიმე საჯარო სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ. სემინარს უძღვებოდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქა..

2015-02-01