Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

შეხვედრა სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სამხარეო ცენტრში

იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის ბიუროს ადვოკატებმა დღეს თელავში შეხვედრა გამართეს სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სამხარეო ცენტრის თანამშრომლებთან. შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა ორი უწყების თანამშრომლობა ფსიქოსოციალური საჭირო..

2016-03-15

იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე–ჯავახეთის ბიუროს ადვოკატები ადიგენის თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ

იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე–ჯავახეთის ბიუროს ადვოკატებმა დღეს შეხვედრა გამართეს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაკებს იურიდიული დახმა..

2016-03-14

პარლამენტმა დაიწყო იურიდიული დახმარების სამსახურის 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის განხილვა

საქართველოს პარლამენტმა დაიწყო იურიდიული დახმარების სამსახურის 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის განხილვა. 10 მარტს, პირველი საკომიტეტო განხილვა ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გაიმართა. სამსახურის დირექტორმა, ..

2016-03-10

საინფორმაციო შეხვედრა სოფელ ანაგაში

იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის ბიურომ საინფორმაციო შეხვედრა სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში გამართა. შეხვედრის ფარგლებსი, ადგილობრივი მოსახლეობა სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე იურდიული დახმარებით სარგებლობის პირობებს გაეცნ..

2016-03-04

იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების თაობაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იურიდიული დახმარების საბჭოს წევრებმა, იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციამ, იურიდიული დახმარების ბიუროების უფროსებმა და ადვოკატებმა დღეს გამართეს მორიგი სამუშაო შეხვედრა, რომელიც საადვოკატო მომსახურების ხარისხის შეფასების სისტემას მიეძღვნა...

2016-02-17

დევნილი ქალები ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის საკითხებს გაეცნენ

იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა–მთიანეთის ბიურომ წეროვნის დევნილთა დასახლებაში საინფორმაციო შეხვედრა გამართა. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივ კულტურის სახლში შეკრებილ ქალებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებები და მოძალადეთათვი..

2016-02-16

კოჯრის შშმ ბავშთა სახლს საბავშვო ლიტერატურა და ტანსაცმელი გადაეცა

იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიურომ მორიგი საქველმოქმედო აქცია გამართა. ბიუროს ინიციატივით, კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლის ადმინისტრაციას საბავშვო ლიტერატურა, სახატავი რვეულები და სპორტული ტანსაცმელი გადაეცა. თბი..

2016-02-10

არასრულწლოვნის მიმართ შეწყდა ხულიგნობისა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე დაწყებული ადამინისტრაციული სამართალწარმოება

შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს წარმოებაში იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე არასრულწლოვანი თ.ს–ის მიმართ (ადმინისტრაციულ სამართალდართვევის კოდექსის 166–ე და 173–ე მუხლებით). არასრ..

2016-02-09

შეხვედრა ახალციხელ ახალგაზრდებთან

იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე–ჯავახეთის ბიუროს ადვოკატებმა დღეს შეხვედრა გამართეს ახალციხელ ახალგაზრდებთან, რომლებიც ჩართულნი არიან არასამთავრობო ორგანიზაციის – „ადამიანი, კანონი, თავისუფლების“ პროექტში – "..

2016-02-02

ტრენინგი ლტოლვილთა სამართლებრივი დაცვის საკითხებში

იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები და კონსულტანტები ესწრებიან ლტოლვილთა სამართლებრივი დაცვის საკითხებზე ორგანიზებულ ერთდღიან ტრენინგს, რომელიც გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მხარდაჭერით ტარდება. სწავლებას UNHCR-ის, საქართველოს..

2016-01-30