Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

გაერო-ს წევრები იურიდიული დახმარების სისტემების განვითარებაზე თანხმდებიან

გაერო-ს წევრი სახელმწიფოები მიისწრაფვიან არსებული პოლიტიკის რეფორმირებისაკენ, რათა გადახდისუუნარო პირებისათვის სისხლის სამართლის საქმეებზე გაიზარდოს იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობა, გაეროს გენერალური ასამბლეის  67/187 რეზოლუციით დადგენილი პ..

2015-04-24

სამოქალო და ადმინისტრაციულ სამართალში ტრენინგების ციკლი სრულდება

22-25 აპრილს, იუსტიციის სასწავლო ცენტრში ტარდება 2 ტრენინგი, რომელიც ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს და, ასევე, საოჯახო და მემკვიდრეობით სამართალს ეხება. ამით სრულდება GIZ-ის მხარდაჭერით ორგანიზებული სწავლების ციკლი, რომელიც სამოქალაქო და ადმინისტრაციულ..

2015-04-24

საჯარო სკოლებში სამართლებრივი სემინარები გრძელდება

საქართველოს საჯარო სკოლებში იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატთა სემინარები გრძელდება. 20-24 აპრილის ჩათვლით, სემინარები ჩატარდა 5 საჯარო სკოლაში. ესენია: ზესტაფონის რაიონის სოფელ დილიკაურის სკოლა, თელავის რაიონის სოფელ აკურის სკოლა, ბათუმის&..

2015-04-24

საზოგადოებრივი და კერძო ადვოკატებისთვის ვიდეო-ტრენინგები გრძელდება

ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროებში ვიდეო-ტრენინგები ჩატარდა. 22 აპრილს, მოისმინეს ლექცია თემაზე „ბალისტიკური მტკიცებულებები; დნმ, როგორც მტკიცებულება“. 23 აპრილს კი ვიდეო-ტრენინგი კი მიეძღვნა თემას -  „ნივთმტკიცებები &ndas..

2015-04-23

რეგიონებში გასვლითი კონსულტაციები გრძელდება

იურიდიული დახმარების ბიუროები გასვლით კონსულტაციებს განაგრძობენ. 22 აპრილს, ქუთაისის ბიუროს ადვოკატები წყალტუბოს რაიონის სოფელ უკანეთს ეწვივნენ. ბათუმის ბიუროს ადვოკატები კი ქობულეთის რაიონის სოფელ ხუცუბანში ჩავიდნენ. საზოგადოებრივმა ადვოკატებმ..

2015-04-22

სტაჟიორებისათვის ტრენინგები გრძელდება

21-22 აპრილს, იურიდიული კლინიკის ფარგლებში, იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის და ბათუმი ბიუროების სტაჟიორებს სემინარები ჩაუტარდათ. ქუთაისში სტუდენტებმა მოისმინეს ლექცია თემაზე „სასამართლო გადაწყვეტილებათა დასაბუთება სისხლის სამართლის ..

2015-04-22

საჯარო სკოლებში სამართლებრივი სემინარები გრძელდება

საქართველოს საჯარო სკოლებში იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატთა სემინარები გრძელდება. 15-17 აპრილის ჩათვლით, სემინარები ჩატარდა 11 საჯარო სკოლაში. ესენია: ხობის რაიონის სოფლების - პირველი მაისისა და შუა ხორგას სკოლები, მარტვილის რაიონის სოფლ..

2015-04-17

შეხვედრა აბაშის მოსახლეობასთან

16 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის ფოთის ბიუროს ადვოკატებმა შეხვედრა აბაშის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან გამართეს. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ისაუბრებს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ისარგებლონ სოციალუ..

2015-04-16

სტაჟიორები ადვოკატთა პროფესიული ეთიკის საკითხებს გაეცნენ

16 აპრილს, იურიდიული კლინიკის ფარგლებში, იურიდიული დახმარების სამსახურის გორის ბიუროს სტაჟიორებს სემინარი ჩაუტარდათ. გორის ბიუროს უფროსმა, გიორგი ჯეირანაშვილმა, სტუდენტებს ადვოკატთა პროფესიული პასუხისმგებლობისა და ეთიკის საკითხები და იურიდიული დახ..

2015-04-16

სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის იურიდიული დახმარება ფართოვდება

200 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი ოჯახი სახელმწიფო ხარჯზე ისარგებლებს ადვოკატის მომსახურებით არა მხოლოდ სისხლის სამართლის პროცესში, არამედ უკვე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზეც. ამას ითვალისწინებს „იურიდიული დახმარების შესახებ” კ..

2015-04-15