Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

საზოგადოებრივი ადვოკატები ეცნობიან გაეროს კონვენციებს შშმ პირთა უფლებებისა და ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ

6-7 მარტს, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები ესწრებიან ტრენინგს, რომელიც ეძღვნება გაეროს კონვენციებს შშმ პირთა უფლებებისა და ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ. ორდღიანი სწავლების ფარგლებში, განიხილება ეროვნული და საერთაშორისო კანონმ..

2015-03-06

მიმდინარეობს მოსახლეობის ინფორმირება საზოგადოებრივ ცენტრებში დანერგილი იურიდიული დახმარების შესახებ

2015 წლის 12 თებერვლიდან უფასო იურიდიული დახმარება წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთში გახდა ხელმისაწვდომი. სერვისის მიღება შესაძლებელია ადგილობრივ საზოგადოებრივ ცენტრში, სადაც, კვირაში ერთხელ, მოქალაქეებს იურიდიული დახმარების სამსახურის კონსულტანტი მიიღ..

2015-03-05

ხონის რაიონის სკოლებში სემინარები ჩატარდება

იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიურომ დაიწყო სემინარების სერია, რომელიც ხონის რაიონის 4 საჯარო სკოლას მოიცავს და ივნისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. 5 მარტს, პირველი სემინარი ჩატარდა ქ.  ხონის №3 საჯარო სკოლაში. ღონისძიებამ მაღალი ..

2015-03-05

წინამძღვრიანთკარში ჩასახლებულმა დევნილებმა იურიდიული კონსულტაცია მიიღეს

2 მარტს, იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა-მთიანეთის ბიუროს იურისტებმა მორიგი გასვლითი კონსულტაცია მცხეთის რაიონის სოფელ წინამღძვრიანთკარში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებთან გამართეს. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა იძულებით გადაადგილებულ პირებს..

2015-03-02

გორელმა მოსწავლეებმა იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს

იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიურო აგრძელებს თანამშრომლობას უფროსკლასელ მოსწავლეებთან, რომლებიც მონაწილეობენ იუსტიციის სამინისტროს ,,ლიდერთა სახლის“ პროექტში. კვირას, 1 მარტს, ,,ლიდერთა სახლის“ წევრთა მონაწილეობით, გაიმ..

2015-03-01

ადგილობრივ თვითმმართველობებთან და მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

თებერვლის ბოლოს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს ადვოკატებმა 2 გასვლითი კონსულტაცია გამართეს. 24 თებერვალს შეხვედრა - სამტრედიის რაიონის სოფელ გორმაღალის თემში, 27 თებერვალს კი ქალაქ ცაგერში გაიმართა. მოსახლეობას განემარტა იურიდიულ..

2015-02-27

ოჯახში ძალადობის თემაზე ახალციხელ მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

25 თებერვალს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, იურიდიული დახმარების სამსახურის ადგილობრივი ბიუროს იურისტებმა ახალციხის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ოჯახში ძალადობის საკითხს მიეძღვნა და კითხვა-პასუხის რეჟიმით..

2015-02-25

ჩხოროწყუში პრობაციონერებთან შეხვედრა გაიმართა

24 თებერვალს, იურიდიული დახმარების და პრობაციის ბიუროებმა ერთობლივი შეხვედრა გამართეს ჩხოროწყუში აღრიცხვაზე მყოფ პირობით მსჯავრდებულებთან. პრობაციონერებს განემარტათ პირობითი მსჯავრის და მისი ვადაზე ადრე გაუქმების პირობები, ასევე ნასამართლეობის მოხ..

2015-02-24

სამართლებრივი საკითხების სწავლება სკოლებში

სამართლებრივი საკითხების შესახებ საჯარო სკოლების მოსწავლეთა ინფორმირებულობის ხარისხის გაზრდის, მართლშეგნების ამაღლების, სამოქალაქო განათლების განვითარებისა და დანაშაულის პრევენციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ..

2015-02-22

დევნილებმა იურიდიული კონსულტაცია მიიღეს

18 თებერვალს, ქუთაისში, გუგუნავას ქ. №12-ში კომპაქტურად ჩასახლებულმა დევნილებმა იურიდიული კონსულტაცია მიიღეს. იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს ადვოკატებმა იძულებით გაადაადგილებულ პირებს გაუწიეს კონსულტაციები დევნილთა კანონმდებლობის,..

2015-02-18