Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

შეხვედრა ახალციხელ ახალგაზრდებთან

იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე–ჯავახეთის ბიუროს ადვოკატებმა დღეს შეხვედრა გამართეს ახალციხელ ახალგაზრდებთან, რომლებიც ჩართულნი არიან არასამთავრობო ორგანიზაციის – „ადამიანი, კანონი, თავისუფლების“ პროექტში – "..

2016-01-29

მოსამზადებელი სემინარი ლტოლვილთა სამართლის საკითხებში

დღეს, იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ადვოკატებისა და კონსულტანტებისთვის ჩატარდა მოსამზადებელი სემინარი ლტოლვილთა სამართლის საკითხებში. საქართველოს გაეროს ასოციაციის ლტოლვილთა და მიგრაციის პროგრამის დირექტორმა, ალექსანდრე სვანიძემ,..

2016-01-22

სტაჟიორებმა იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს

დღეს, იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს სტაჟიორებმა იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს. მათ განიხილეს საქმე, რომელიც ანგარებით ჩადენილ განზრახ მკვლელობას ეხებოდა. იმიტირებული პროცესის ფარგლებში, სტუდენტებმა წარმოაჩინეს სისხლის ს..

2016-01-21

საზოგადოებრივმა ადვოკატებმა იურიდიული დახმარების საბჭოში საკუთარი წარმომადგენელი აირჩიეს       

დღეს, თბილისში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა, იურიდიული დახმარების საბჭოში, 1 წლის ვადით, საკუთარი წარმომადგენელი აირჩიეს. ეს გახდა თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი, ზაქრო გვიშიანი, რომელიც, საბჭოს დანარჩენ 8 წევრთან ერთად, მონაწილეობას მ..

2016-01-12

იურიდიული დახმარების სამსახური საქმიანობას გაფართოებული უფლებამოსილებით განაგრძობს

2016 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა რამდენიმე საკანონმდებლო ნორმა, რომელმაც იურიდიული დახმარების სამსახურის უფლებამოსილება რამდენიმე მიმართულებით გააფართოვა. ამოქმედდა 2015 წლის ივნისში მიღებული „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი&ld..

2016-01-11

ქუთაისის მერიის თანამშრომლები იურიდიული დახმარების სერვისს გაეცნენ

30 აპრილს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები იურიდიული დახმარების სერვისს გაეცნენ. საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს და იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს ორგანიზებით ჩატარდა. იურიდიული დახმარების ..

2015-04-30

გასვლითი კონსულტაცია სამტრედიის მუნიციპალიტეტში

30 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს ადვოკატებმა მორიგი გასვლითი კონსულტაცია სამტრედიის რაიონის სოფელ მელაურში გამართეს. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მოსახლეობას უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და ადგილ..

2015-04-30

საზოგადოებრივი ადვოკატის დახმარებით, მარტოხელა პენსიონერმა დევნილთა სამინისტროს დავა მოუგო

15 აპრილიდან, გადახდისუუნარო მოსახლეობამ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი საადვოკატო მომსახურებით სარგებლობა დაიწყო. სერვისის ამოქმედებიდან მოკლე ხანში, იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ადვოკატის, ..

2015-04-29

წილკანში მცხოვრებმა დევნილებმა იურიდიული კონსულტაციები მიიღეს

27 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა-მთიანეთის ბიუროს ადვოკატებმა გასვლითი კონსულტაცია წილკნის დევნილთა დასახლებაში გამართეს. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა დევნილებს უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და ადგილზე გაუ..

2015-04-27

მელიტონ ბენიძემ ახალი საადვოკატო სერვისის შესახებ პრესკონფერენცია გამართა

2015 წლის 15 აპრილიდან, სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი უფასო იურიდიული დახმარება გაფართოვდა და, პირველად ბოლო 8 წლის მანძილზე, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეები მოიცვა. ამ სიახლესთან დაკავშირებით, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, მელ..

2015-04-25