Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

შეხვედრა საჩხერის გამგეობის მუშაკებთან

იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტები განაგრძობენ გაცნობით შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაკებთან. 20 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის ზესტაფონის ბიუროს და საჩხერის საკონსულტაციო ცენტრის იურისტები საჩხერის გამგეობის თანამშრო..

2016-04-20

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებთან შეხვედრები გაიმართა

იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროების ადვოკატები განაგრძობენ შეხვედრას სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებთან. 19-20 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისისა და ზუგდიდის ბიუროების ადვოკატებმა შეხვედრები გამართეს სოცია..

2016-04-20

სემინარი გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის სკოლაში

იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიუროს ადვოკატებმა ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლაში სემინარი გამართეს. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა უფროსკლასელ მოსწავლეებს იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააც..

2016-04-19

13 ივნისის სტიქიით დაზარალდებულებთან შეხვედრა გაიმართა

იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს იურისტებმა, 19 აპრილს, საინფორმაციო შეხვედრა გამართეს სოფელ ახალდაბას მოსახლეობასთან, რომელიც 2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალდა. ადგილობრივი მოსახლეობის ძირითად პრობლემა..

2016-04-19

იურიდიული დახმარების სამსახური და სამართლებრივი დახმარების კონსორციუმი (LAG) თანამშრომლობას იწყებენ

დღეს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, მელიტონ ბენიძემ, და კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) თავმჯდომარემ, დიმიტრი ზვიადაძემ, თანამშრომლობის მემორადუმი გააფორმეს. ორი ორგანიზაცია აპირებს კოორდინირებულ მუშაობას იძულებ..

2016-04-18

არასამთავრობო ორგანიზაციებმა და იურიდიული დახმარების სამსახურმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში გასვლითი კონსულტაცია გამართეს

15–16 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის თელავის ბიუროს ადვოკატებმა მონაწილეობა მიიღეს ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრისა (IRC) და მისი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოწყობილ გასვლით კონსულტაციაში, რომელიც ახმეტის მუნიციპალი..

2016-04-16

საინფორმაციო შეხვედრა ოჯახში ძალადობის თემაზე

13 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის რუსთავის ბიუროს ადვოკატებმა საინფორმაციო შეხვედრა გარდაბნის რაიონის სოფელ ფოლადაანთკარში გამართეს. ვიზიტის ფარგლებში, საზოგადოებრივი ადვოკატები ადგილობრივებს ესაუბრნენ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებებზ..

2016-04-13

კოპიტნარში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებთან შეხვედრა გაიმართა

13 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს ადვოკატებმა წყალტუბოს რაიონის სოფელ კოპიტნარში კომპაქტურად მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრა გამართეს. საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, საზოგადოებრივ ადვოკატებმა დევნილებს იურიდიული დახმარები..

2016-04-13

სენაკში კომპაქტურად მცხოვრები დევნილები სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ უზრუნველყოფილ სამართლებრივ სერვისებს გაეცნენ

13 აპრილს, სენაკში, ე.წ. „სამხედრო ქალაქის“ დასახლებაში კომპაქტურად მცხოვრებ დევნილებს იურისტთა ჯგუფი ეწვია. ჯგუფის შემადგენლობაში იურიდიული დახმარების სამსახურის ფოთის ბიუროს ადვოკატები, ასევე  პროექტის – ,,ქალები თანასწორობის..

2016-04-13

დუშეთში გაიმართა შეხვედრა სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებთან

13 აპრილს,  იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა–მთიანეთის ბიუროს ადვოკატებმა შეხვედრა გამართეს სოციალური მომსახურების სააგენტოს დუშეთის რაიონული განყოფილების თანამშრომლებთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე..

2016-04-13