Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართა

10 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ზუგდიდის ბიუროს ადვოკატებმა შეხვედრა გამართეს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხობის რაიონული განყოფილების თანამშრომლებთან. შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე (მხარდაჭერის..

2016-05-10

ზესტაფონის რაიონის სოფელ ზედა საქარაში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრა გაიმართა

იურიდიული დახმარების სამსახურის ზესტაფონის ბიუროს ადვოკატებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ზესტაფონის რაიონის სოფელ ზედა საქარაში კომპაქტურად მცხოვრებ დევნილებთან. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ისაუბრეს ქალთა უფლებებზე, ასევე – სესხის, თავდე..

2016-05-04

შეხვედრა გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვების მოსახლეობასთან

27 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის რუსთავის ბიუროს ადვოკატები გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვების მოსახლეობას შეხვდნენ. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მოქალაქეებს იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და სხვადასხვა სამართლებრივ სა..

2016-04-27

ფოთში მცხოვრებ დევნილებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

27 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის ფოთის ბიუროს ადვოკატებმა ფოთში, ახალ რაიონში მცხოვრებს დევნილებს შეხვდნენ. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა იძულებით გადაადგილებულ პირებს იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და სხვადასხვა სამართლ..

2016-04-27

შეხვედრა ტყიბულის რაიონის სოფელ ორპირის მოსახლეობასთან

26 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს ადვოკატებმა ტყიბულის რაიონის სოფელ ორპირის მოსახლეობას და ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ვიზიტის ფარლგებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მოქალაქეებს იურიდიული დახმარებ..

2016-04-26

წეროვანში მცხოვრებ დევნილებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

26 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა–მთიანეთის ბიუროს ადვოკატებმა მცხეთის რაიონის სოფელ წეროვანში მცხოვრებს დევნილებს შეხვდნენ. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა იძულებით გადაადგილებულ პირებს იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები ..

2016-04-26

შიდა ქართლში მცხოვრებ დევნილებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

20–22 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიუროს ადვოკატები კასპის რაიონის სოფელ მეტეხსა და გორის რაიონის სოფელ საქაშეთში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა დევნილებს იურიდიული დახმარებით სარგებლობ..

2016-04-22

სემინარები ბათუმის საჯარო სკოლებში

21-22 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს ადვოკატებმა ბათუმის №28 და № 29 საჯარო სკოლების უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის სემინარები გამართეს. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მოსწავლეებს იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნე..

2016-04-22

ახალციხის სომხურენოვანი სკოლის მოსწავლეები ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის საკითხებს გაეცნენ

21 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე–ჯავახეთის ბიუროს უფროსმა, დავით ზარიძემ ახალციხის №3 სომხური სკოლის მოსწავლეებისთვის სემინარი გამართა. სემინარის ფარგლებში, უფროსკლასელი მოსწავლეები ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებებს, ასევ..

2016-04-21

საინფორმაციო შეხვედრა ოჯახში ძალადობის თემაზე

20 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის რუსთავის ბიუროს ადვოკატებმა საინფორმაციო შეხვედრა გარდაბნის რაიონის სოფელ მარტყოფში გამართეს. ვიზიტის ფარგლებში, საზოგადოებრივი ადვოკატები ადგილობრივებს ესაუბრნენ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებებზე, ას..

2016-04-20