Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

ვიზიტი კარალეთის დევნილთა დასახლებაში

17 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიუროს იურისტებმა საინფორმაციო შეხვედრა გორის რაიონის სოფლებში  – კარალეთსა და პატარა გარეჯვარში გამართეს. საინფორმაციო შეხვედრების ფარლგებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა დევნილებს ..

2016-05-17

ხობში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრები გაიმართა

17 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ზუგდიდის ბიუროს ადვოკატებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტის” წარმომადგენლებმა გამართეს ერთობლივი შეხვედრები ხობში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან. იურისტ..

2016-05-17

დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში ვიზიტები გრძელდება

იურიდიული დახმარების ბიუროები დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში ვიზიტებს განაგრძობენ. 16 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიუროს იურისტებმა საინფორმაციო შეხვედრები გორის რაიონის სოფლებში –  თორტიზსა და ხელთუბანში გამართეს...

2016-05-16

სემინარი წეროვნის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის

16 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა–მთიანეთის ბიუროს იურისტებმა სემინარი გამართეს წეროვნის №3 საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის.   სემინარის ფარლგებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ისაუბრეს  ნაადრევ ქორწინებაზე, ბულინგზე,..

2016-05-16

საინფორმაციო შეხვედრა სოფელ სარფის გამგეობაში

16 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს იურისტებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფის ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობასთან. საინფორმაციო შეხვედრის ფარლგებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მოქალაქეებ..

2016-05-16

საინფორმაციო შეხვედრა მცხეთის რაიონის სოფელ არმაზში

13 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა–მთიანეთის ბიუროს იურისტებმა საინფორმაციო შეხვედრა მცხეთის რაიონის სოფელ არმაზის მოსახლეობასთან გამართეს. საინფორმაციო შეხვედრის ფარლგებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მოქალაქეებს იურიდიული დახ..

2016-05-13

საინფორმაციო შეხვედრა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ფერიაში

11 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს იურისტებმა საინფორმაციო შეხვედრა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ფერიის ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობასთან გამართეს. საინფორმაციო შეხვედრის ფარლგებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მოქალაქეებ..

2016-05-11

საინფორმაციო შეხვედრა საჩხერეში

11 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ზესტაფონის ბიუროს ადვოკატებმა საინფორმაციო შეხვედრა საჩხერის მოსახლეობასთან გამართეს. საინფორმაციო შეხვედრის ფარლგებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მოქალაქეებს იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გაა..

2016-05-11

სიღნაღში სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიურო გაიხსნა

10 მაისს, სიღნაღში, სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიურო ამოქმედდა. ახალი ოფისი იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, მელიტონ ბენიძემ და სიღნაღის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გელა გელაშვილმა, გახსნეს. ღონისძიებას დაესწრნენ იურიდ..

2016-05-10

ქუთაისელ მოსწავლეებს ჩაუტარდათ სემინარი ოჯახში ძალადობის და გენდერული თანასწორობის თემებზე

10 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს იურისტებმა შეხვედრა გამართეს ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან. შეხვედრის თემა ოჯახში ძალადობა იყო. მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია ოჯახში ძალადობის გამომწვევი მიზეზების, ოჯახში ძალ..

2016-05-10