Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

შეხვედრა თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებთან

იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები განაგრძობენ საინფორმაციო შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაკებთან. 24 მაისს, მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებსა და მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლე..

2016-05-24

ქუთაისელი სტუდენტები იურიდიული დახმარების სერვისს გაეცნენ

23 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს ადვოკატმა, სოფიო ყუბანეიშვილმა, საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისის ა.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართეს. საზოგადოებრივმა ადვოკატმა სტუდენტებს იურიდიული დახმარების სამსახური..

2016-05-23

ფოთის მერიის თანამშრომლები იურიდიული დახმარების სერვისებს გაეცნენ

23 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ფოთის ბიუროს ადვოკატებმა შეხვედრა გამართეს ქალაქ ფოთის მერიის, მუნიციპალიტეტების და დევნილთა და სოციალურ საკითხებზე მომუშავე სამსახურების წარმომადგენლებთან. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა თვითმმართველობის მუშ..

2016-05-23

თიანეთში გაიმართა შეხვედრა სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებთან

20 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა–მთიანეთის ბიუროს ადვოკატებმა შეხვედრა გამართეს სოციალური მომსახურების სააგენტოს თიანეთის რაიონული განყოფილების თანამშრომლებთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე (მხარ..

2016-05-20

შეხვედრა ზესტაფონის გამგეობის თანამშრომლებთან

20 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ზესტაფონის ბიუროს იურისტებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ზესტაფონის   მუნიციპალიტეტის  გამგეობის  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის  თანამშრომლებთან. შეხვედრაზე ისაუბრეს შრომითი ..

2016-05-20

ვიზიტი ხელვაჩაურის რაიონის კირნათის თემში

19 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს იურისტებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ხელვაჩაურის რაიონის სოფლების – გვარას, შუშანეთისა და ზედა კირნათის მოსახლეობასთან. შეხვედრა, რომელიც სოფელ კირნათის საჯარო სკოლაშიჩატარდა, ადგი..

2016-05-19

შეხვედრა გორის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებთან

19 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიუროს ადვოკატები გორის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა სტუდენტებს იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის სპეციფიკა გააცნეს და  სხვადასხვა სამ..

2016-05-19

შეხვედრა წილკნის დევნილთა დასახლებაში

19 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა–მთიანეთის ბიუროს იურისტებმა საინფორმაციო შეხვედრა მცხეთის რაიონის სოფელ წილკანში მცხოვრებ დევნილებთან გამართეს. საინფორმაციო შეხვედრის ფარლგებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა დევნილებს იურიდიულ..

2016-05-19

შეხვედრა მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელში

18 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქვემო ქართლის ბიუროს იურისტებმა საინფორმაციო შეხვედრა მარნეულის რაიონის სოფელ წერეთლის მოსახლეობასთან გამართეს. საინფორმაციო შეხვედრის ფარლგებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მოქალაქეებს იურიდიული დახმარები..

2016-05-18

სემინარი გორის რაიონის სოფელ ნიქოზის სკოლაში

იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიუროს ადვოკატებმა ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფელ ნიქოზის საჯარო სკოლაში სემინარი გამართეს. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა უფროსკლასელ მოსწავლეებს იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნე..

2016-05-18