Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

მელიტონ ბენიძე გაცნობითი ვიზიტით ამერიკაში იმყოფება

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, მელიტონ ბენიძე, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე ქართველ პროფესიონალთა ჯგუფთან ერთად, გაცნობითი ვიზიტით, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია გაეცნობა აშშ&n..

2016-05-27

სემინარები აბაშის რაიონის საჯარო სკოლებში

25 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ფოთის ბიუროს ადვოკატებმა სემინარები გამართეს აბაშის №1 და აბაშის რაიონის სოფელ მარნის საჯარო სკოლებში. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა უფროსკლასელ მოსწავლეებს იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს ..

2016-05-25

ასპინძაში გაიმართა შეხვედრა სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებთან

იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე–ჯავახეთის ბიუროს ადვოკატებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს სოციალური მომსახურების სააგენტოს ასპინძის ცენტრის თანამშრომლებთან. შეხვედრის ფარგლებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ისაუბრეს იურიდიული დახმარე..

2016-05-25

რუსთაველი მოსწავლეები იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობას გაეცნენ

დღეს, რუსთავის №13 საჯარო სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეები, პედაგოგებთან ერთად, იურიდიული დახმარების სამსახურის ქვემო ქართლის ბიუროს ეწვივნენ. სტუმრები საზოგადოებრივ ადვოკატთა საქმიანობის სპეციფიკას მათსავე სამუშაო ადგილზე გაეცნენ. ახალგაზრდებს მიე..

2016-05-25

სემინარი გორის რაიონის სოფელ ტირძნისის სკოლაში

იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიუროს ადვოკატებმა ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფელ ტირძნისის საჯარო სკოლაში სემინარი გამართეს. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა უფროსკლასელ მოსწავლეებს იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააც..

2016-05-25

შეხვედრა წყალტუბოში მცხოვრებ დევნილებთან

25 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს იურისტებმა საინფორმაციო შეხვედრა წყალტუბოში მცხოვრებ დევნილებთან გამართეს. საინფორმაციო შეხვედრების ფარლგებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა დევნილებს იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობებ..

2016-05-25

გრძელდება შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურების თანამშრომლებთან

იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები განაგრძობენ საინფორმაციო შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურების მუშაკებთან. 25 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ზესტაფონის ბიუროს ადვოკატებმა  შეხვედრა გამართეს   ზესტ..

2016-05-25

შეხვედრა აბაშაში მცხოვრებ დევნილებთან

24 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ფოთის ბიუროს იურისტებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს აბაშაში, სათნოების სახლში მცხოვრებ დევნილებთან. საინფორმაციო შეხვედრების ფარლგებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა დევნილებს იურიდიული დახმარებით სარგებლ..

2016-05-24

შეხვედრა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებთან

24 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ფოთის ბიუროს ადვოკატებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებსა და მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების რწმუნებულებთან. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივი თვითმმარ..

2016-05-24

შეხვედრა ქუთაისის „გამარჯვების“ ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომლებთან

24 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს ადვოკატი, სოფიო ყუბანეიშვილი, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის „გამარჯვების“ ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომლებს შეხვდა. საინფორმაციო შეხვედრის ფარლგებში, საზოგადოებრივმ..

2016-05-24