Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

შეხვედრა აბაშაში მცხოვრებ დევნილებთან

2 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ფოთის ბიუროს იურისტებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს აბაშაში, ყოფილი პროფტექნიკუმის შენობაში მცხოვრებ დევნილებთან. საინფორმაციო შეხვედრების ფარლგებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა დევნილებს იურიდიული დახმ..

2016-06-02

სემინარი აბაშის №2 საჯარო სკოლაში

2 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ფოთის ბიუროს ადვოკატებმა სემინარი გამართეს აბაშის №2 საჯარო სკოლაში. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა უფროსკლასელ მოსწავლეებს იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების..

2016-06-02

ოჯახში ძალადობის თემაზე ახალქალაქში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

2 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ახალციხის ბიუროს და ახალქალაქის საკონსულტაციო ცენტრის იურისტებმა ოჯახში ძალადობის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა ახალქალაქში, „ჯავახეთის პროფესიული კოლეჯის“ სტუდენტებთან გამართეს. საზოგადოებრივი ..

2016-06-02

შეხვედრა სამტრედიის რაიონის სოფელ დიდი ჯიხაიშის მოსახლეობასთან

2 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს იურისტებმა შეხვედრა გამართეს სამტრედიის რაიონის სოფელ დიდი ჯიხაიშის მოსახლეობასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. შეხვედრა ჩატარდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს &b..

2016-06-02

ვიზიტი ხელვაჩაურის რაიონის სოფლებში

1 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს იურისტებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ხელვაჩაურის რაიონის სოფლების – მარადიდისა და ძაბლავეთის მოსახლეობასთან. შეხვედრა, რომელიც სოფელ მარადიდის საჯარო სკოლაშიჩატარდა, ადგილობრივი მო..

2016-06-01

საინფორმაციო შეხვედრა ჭიათურაში

1 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ზესტაფონის ბიუროს ადვოკატებმა საინფორმაციო შეხვედრა ჭიათურის მოსახლეობასთან გამართეს. საინფორმაციო შეხვედრის ფარლგებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მოქალაქეებს იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გაა..

2016-06-01

შეხვედრა წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირის გამგეობის თანამშრომლებთან

1 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს იურისტებმა შეხვედრა გამართეს წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირის გამგეობის თანამშრომლებთან. საინფორმაციო შეხვედრის ფარლგებში, საზოგადოებრივმა ადვოკატმა ქვიტირის ადმინისტრაციული ერთეულის თანამშ..

2016-06-01

სემინარი თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურის საჯარო სკოლაში

1 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის თელავის ბიუროს ადვოკატებმა თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურის საჯარო სკოლაში სემინარი გამართეს. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა უფროსკლასელ მოსწავლეებს იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს, ასევე ..

2016-06-01

სემინარი თელავის №8 საჯარო სკოლაში

იურიდიული დახმარების სამსახურის თელავის ბიუროს ადვოკატებმა თელავის №8 საჯარო სკოლაში სემინარი გამართეს. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა უფროსკლასელ მოსწავლეებს იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხ..

2016-05-30

ვიზიტი ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში

27 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიუროს იურისტებმა საინფორმაციო შეხვედრა გორის რაიონის ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში გამართეს. საინფორმაციო შეხვედრების ფარლგებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა დევნილებს იურიდიული დახმარებით ს..

2016-05-27