Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

შეხვედრა წნორის მოსახლეობასთან

14 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის–სიღნაღის ბიუროს იურისტებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს წნორის მოსახლეობასთან. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა წნორელებს იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და სხვადასხვა სამართლ..

2016-06-14

ვიზიტი წეროვნის დევნილთა დასახლებაში

14 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა–მთიანეთის ბიუროს იურისტებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს წეროვანში მცხოვრებ დევნილებთან. საინფორმაციო შეხვედრის ფარლგებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მოქალაქეებს მიაწოდეს ინფორმაცია ნარკოდ..

2016-06-14

შეხვედრა ჩხოროწყუს გამგეობის თანამშრომლებთან

10 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ზუგდიდის ბიუროს იურისტები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებს შეხვდნენ. საინფორმაციო შეხვედრის ფარლგებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებს იურიდიული დახ..

2016-06-10

ვიზიტი ხელვაჩაურის რაიონის სოფლებში

8 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს იურისტებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ხელვაჩაურის რაიონის სოფლების – აჭარისწყლისა და მაღლაკონის მოსახლეობასთან. შეხვედრას ადგილობრივი მოსახლეობა და გამგეობის წარმომადგენლები დაესწრნ..

2016-06-08

გორის რაიონის ოთხ სოფელში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

6–7 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიუროს იურისტებმა საინფორმაციო შეხვედრები გამართეს გორი რაიონის ოთხ სოფელში – რეხაში, სვენეთში, ატენსა და ბობნევში შეხვედრების ფარგლებში, საზოგადოებრივი ადვოკატების ადგილობრივ მო..

2016-06-07

შორაპნელი მოსწავლეები იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობას გაეცნენ

დღეს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაბა შორაპნის საჯარო სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეები იურიდიული დახმარების სამსახურის ზესტაფონის ბიუროს ეწვივნენ. ახალგაზრდები საზოგადოებრივ ადვოკატთა საქმიანობის სპეციფიკას მათსავე სამუშაო ადგილზე გაეცნენ. მოსწავლე..

2016-06-07

თერჯოლაში გაიმართა შეხვედრა სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებთან

6 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ზესტაფონის ბიუროს ადვოკატებმა შეხვედრა გამართეს სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის რაიონული განყოფილების თანამშრომლებთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა შრომითი ურთიერთობები, მხარდაჭერის მიმღებად პირის აღ..

2016-06-06

საინფორმაციო შეხვედრა ნიჩბისა და სასხორში

3 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა–მთიანეთის ბიუროს ადვოკატებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს მცხეთის რაიონის სოფლებში – ნიჩბისსა და სახსორში. საინფორმაციო შეხვედრის ფარლგებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მოქალაქეებს იურ..

2016-06-03

შეხვედრა სამტრედიის გამგეობის თანამშრომლებთან

3 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს იურისტები სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებს შეხვდნენ. საინფორმაციო შეხვედრის ფარლგებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებს იურიდიული დახ..

2016-06-03

საინფორმაციო შეხვედრა თერჯოლაში

3 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ზესტაფონის ბიუროს ადვოკატებმა საინფორმაციო შეხვედრა თერჯოლის მოსახლეობასთან გამართეს. საინფორმაციო შეხვედრის ფარლგებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მოქალაქეებს იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გაა..

2016-06-03