Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

საგარეჯოს თვითმმართველობის წარმომადგენლები იურიდიული დახმარების სერვისს გაეცნენ

28 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის–სიღნაღის ბიუროს ადვოკატები საგარეჯოს გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრების ფარლგებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებს იურიდიულ..

2016-06-28

იურიდიული დახმარების სამსახურის დელეგაციამ გაერთიანებულ სამეფოში სასწავლო ვიზიტი დაასრულა

როგორ ხორციელდება სისხლის სამართლის და სამოქალაქო სამართლის საქმეებზე გაწეული იურიდიული დახმარების ხარისხის მონიტორინგი შოტლანდიასა და ინგლისში, – ეს იყო მთავარი თემა სასწავლო ვიზიტისა, რომლითაც იურიდიული დახმარების სამსახურის დელეგაცია  1..

2016-06-27

ვიზიტი ხელვაჩაურის რაიონის სოფლებში

24 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს იურისტებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ხელვაჩაურის რაიონის სოფლების – მაჭახლისპირის, ხერთვისისა და მირვეთის მოსახლეობასთან. შეხვედრის ფარგლებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრ..

2016-06-24

საინფორმაციო შეხვედრა ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში

24 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს იურისტებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ბაღდათის რაიონის სოფელ დიმის მოსახლეობასთან. შეხვედრის ფარგლებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივ მოსახლეობას  იურიდიული დახმარებით სა..

2016-06-24

დევნილები იურიდიული დახმარების სერვისებს გაეცნენ

23 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ფოთის ბიუროს იურისტებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს აბაშაში, ყოფილ რუსულ სკოლაში კომპაქტურად მცხოვრებ დევნილებთან. შეხვედრის ფარგლებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივ იძულებით გადაადგილებულ პირ..

2016-06-23

სიღნაღისა და სტეფანწმინდის თვითმმართველობის წარმომადგენლები იურიდიული დახმარების სერვისს გაეცნენ

17ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის–სიღნაღის ბიუროს ადვოკატები სიღნაღის გამგეობისა და საკრებულო წარმომადგენლებს შეხვდნენ, მცხეთა–მთიანეთის ბიუროს ადვოკატებმა კი საინფორმაციო შეხვედრა სტეფანწმინდის გამგეობის თანამშორმლებთან გ..

2016-06-17

ხელვაჩაურსა და სტეფანწმინდაში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებთან

იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები განაგრძობენ შეხვედრებს სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაკებთან. 16 ივნისს, აჭარის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები შეხვედნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელვაჩაურის რაიონული განყოფილების თა..

2016-06-17

თელავისა და ახმეტის რაიონების ოთხ სოფელში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

16 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის თელავის ბიუროს ადვოკატებმა საინფორმაციო შეხვედრები გამართეს თელავის რაიონის სოფელ იყალთოში და ახმეტის რაიონის სამ სოფელში – ოჟიოში, ალავერდსა და ქვემო ალვანში. შეხვედრების ფარგლებში, საზოგადოებრივმა..

2016-06-16

საინფორმაციო შეხვედრა ბოლნისში

15 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქვემო ქართლის ბიუროს იურისტებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ბოლნისის მოსახლეობასთან. შეხვედრის ფარგლებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივ მოსახლეობას  იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობ..

2016-06-15

ვიზიტი შავშვების დევნილთა დასახლებაში

14 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიუროს იურისტებმა საინფორმაციო შეხვედრა გორის რაიონის შავშვების დევნილთა დასახლებაში გამართეს. საინფორმაციო შეხვედრების ფარლგებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა დევნილებს იურიდიული დახმარებით ს..

2016-06-14