Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

ოჯახში ძალადობის თემაზე წეროვანში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრა გაიმართა

7 ივლისს, იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა–მთიანეთის ბიუროს ადვოკატებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს წეროვანში მცხოვრებ დევნილებთან, რომლებსაც ოჯახში ძალადობის საკითხები გააცნეს. საინფორმაციო შეხვედრების ფარგლებში, საზოგადოებრივმა ად..

2016-07-07

ჩოხატაურში ადგილობრივ თვიმმართველობასა და მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

6 ივლისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს და ოზურგეთის საკონსულტაციო ცენტრის იურისტებმა გამართეს საინფორმაციო შეხვედრები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, ასევე დაბა ჩოხატაურისა და სოფელ ხიდისთავის მოსახლე..

2016-07-06

საზოგადოებრივი ადვოკატები ლტოლვილთა კანონმდებლობის საკითხებზე გაძლიერებულ ტრენინგს ესწრებიან

იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები და კონსულტანტები ესწრებიან ლტოლვილთა კანონმდებლობის საკითხებზე ორგანიზებულ ერთდღიან გაძლიერებულ ტრენინგს, რომელიც გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR)  და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) ..

2016-07-05

იურიდიული დახმარების სამსახურის სტაჟიორებმა იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს

1 ივლისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელშიც მონაწილეობა იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის ბიუროების სტაჟიორებმა მიიღეს. სტუდენტმა, რომლებიც, იურიდიული კლინიკის პროგრამის ..

2016-07-01

საქართველოში თავშესაფრის მაძიებელ უცხოელებს იურიდიული კონსულტაცია გაეწიათ

30 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები ეწვივნენ მარტყოფის დროებითი განთავსების ცენტრს და იქ მცხოვრებ უცხოელებს, რომლებიც საქართველოსგან თავშესაფრის მინიჭებას ელიან, იურიდიული კონსულტაცია გაუწიეს. შეხვედრის ფარგლებში, საზოგადოებრივმა..

2016-06-30

ვიზიტი ხელვაჩაურის რაიონის სოფლებში

29 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს იურისტებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ხელვაჩაურის რაიონის სოფლების – ქედქედისა და სინდიეთის მოსახლეობასთან. შეხვედრის ფარგლებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივ მოსახლეობას ..

2016-06-29

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

29 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ზუგდიდის ბიუროს იურისტები დაბა ჩხოროწყუს და სოფელ ქვედა ჩხოროწყუს ადმინისტრაციას და მოსახლეობას შეხვდნენ. საინფორმაციო შეხვედრების ფარლგებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივებს იურიდიული დახმარებით..

2016-06-29

გურჯაანის თვითმმართველობის წარმომადგენლები იურიდიული დახმარების სერვისს გაეცნენ

29 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის–თელავის ბიუროს ადვოკატები გურჯაანის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრების ფარლგებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებს იურიდიული..

2016-06-29

მცხეთაში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებთან

იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები განაგრძობენ შეხვედრებს სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაკებთან. 29 ივნისს, მცხეთა–მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები შეხვედნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთის რაიონული განყოფ..

2016-06-29

დევნილები იურიდიული დახმარების სერვისებს გაეცნენ

29 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ფოთის ბიუროს იურისტებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ფოთში კომპაქტურად მცხოვრებ დევნილებთან. შეხვედრის ფარგლებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივ იძულებით გადაადგილებულ პირებს იურიდიული დახმარები..

2016-06-29