Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

ახმეტის რაიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

იურიდიული დახმარების სამსახურის თელავის ბიუროს იურისტებმა ახმეტის რაიონში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. საზოგადოებრივი ადვოკატები შეხვდენენ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილების მუშაკებს, ასევე – სოფელ დუისის საზ..

2016-07-15

ხონში მცხოვრებ დევნილებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

15 ივლისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს ადვოკატებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ხონში, ყოფილ სამხედრო დასხლებაში კომპაქტურად ჩასახლებულ იძლებით გადაადგილებულ პირებთან. შეხვედრის ფარგლებში, დევნილებს მიეწოდათ ინფორმაცია  ..

2016-07-15

ოჯახში ძალადობის თემაზე შეხვედრა გაიმართა

15 ივლისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ზესტაფონის ბიუროს ადვოკატებმა საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულის საზოგადოებრივ ცენტრში გამართეს შეხვედრა ოჯახში ძალადობის და ქალთა უფლებების თემაზე. შეხვედრის ფარგლებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მოქალაქე..

2016-07-15

საინფორმაციო შეხვედრები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში

14 ივლისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ზუგდიდის ბიუროს ადვოკატები ჩხოროწყუს რაიონის სოფლების – ლესიჭინეს და ხაბუმეს ადგილობრივ ხელისუფლებას და მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრების ფარლგებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივი თვითმმართ..

2016-07-14

შეხვედრა ტყიბულის მუნიციპალიტეტში

14 ივლისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს ადვოკატები შეხვდნენ ტყიბულის რაიონის სოფელ კურსების ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას. შეხვედრის ფარგლებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მოქალაქეებს უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლ..

2016-07-14

ამბროლაურის რაიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს და ამბროლაურის საკონსულტაციო ცენტრის იურისტებმა ამბროლაურის რაიონში ერთობლივი საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. საზოგადოებრივი ადვოკატები შეხვდენენ მუნიციპალიტეტის გამგებელს, ადგილობრივი თვითმმართველ..

2016-07-12

უფასო იურიდიული დახმარების მიწოდებაში ჩართული ადვოკატებისთვის ორწლიანი სასწავლო პროგრამა დაიწყო

მტკიცებულებათა მოპოვების თემაზე თბილისში ორგანიზებული ტრენინგით დაიწყო დღეს ორწლიანი სასწავლო პროგრამა, რომელიც განკუთვნილია უფასო იურიდიული დახმარების მიწოდებაში ჩართული ადვოკატებისთვის. სასწავლო პროგრამა მოიცავს 40–მდე სხვადასხვა თემაზე დაგეგ..

2016-07-12

იურიდიული დახმარების ხარისხის მონიტორინგის თაობაზე სამუშაო შეხვედრები გრძელდება

იურიდიული დახმარების საბჭო, იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაცია და სამსახურში მომუშავე საზოგადოებრივი ადვოკატები განაგრძობენ მსჯელობას მომსახურების ხარისხის მონიტორინგის შესახებ. ამ თემაზე 11 ივლისს გაიმართა მორიგი სამუშაო შეხვედრა, რომლის ..

2016-07-11

იმერეთსა და სამეგრელოში მცხოვრებ დევნილებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

5–8 ივლისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისისა და ფოთის ბიუროების ადვოკატებმა, დანიის ლტოლვილთა საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად, ერთობლივი საინფორმაციო შეხვედრები გამართეს იმერეთსა და სამეგრელოში მცხოვრებ დევნილებთან. საინფორმაციო შეხვ..

2016-07-08

ქედაში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებთან

იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები განაგრძობენ შეხვედრებს სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაკებთან. 8 ივლისს, აჭარის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები შეხვედნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონული განყოფილების თანამშრომლებ..

2016-07-08