Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

იურიდიული დახმარების სამსახურში სამოქალაქო სპეციალიზაციის ადვოკატთა მიღების მეორე ეტაპი მიმდინარეობს

სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახური, რომელმაც, გასულ წლიდან, დაიწყო უფასო საადვოკატო მომსახურების გაწევა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე, სამოქალაქო სპეციალიზაციის ადვოკატთა მეორე ნაკადის მისაღებად, კონკურსს ატარებს. ახალი თან..

2016-09-27

იურიდიული დახმარების სამსახური საბოლოოდ გადავიდა საქმისწარმოების და ანგარიშგების ელექტრონულ სისტემაზე

იურიდიული დახმარების სამსახურმა წარმატებით დაასრულა "იურიდიული საქმისწარმოების მართვის საინფორმაციო სისტემის – CaseBank“–ის განახლების პროცესი, რის შედეგადაც, სამსახურში მომუშავე სამოქალაქო სპეციალიზაციის ადვოკატები, სისხლის სა..

2016-09-20

წნორში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრა გაიმართა

15 სექტემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის სიღნაღის ბიუროს იურისტებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს წნორში მცხოვრებ დევნილებთან. შეხვედრის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული პირები გაეცნენ უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობებს. ყურა..

2016-09-15

საოჯახო სამართლის საკითხებზე ტრენინგები ჩატარდა

9–10 სექტემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროში, საოჯახო სამართლის საკითხებზე ტრენინგები ჩატარდა. სწავლებას იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები და კერძო სექტორში მოღვაწე იურისტები დაესწრნენ. ღონისძიება გაეროს განვითარებ..

2016-09-10

ამერიკელი ადვოკატები იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობას გაეცნენ

24 აგვისტოს, იურდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, მელიტონ ბენიძემ, ამერიკელი ადვოკატების დელეგაცია მიიღო. ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის, რობერტ რუბინის, ხელმძღვანელობით საქართველოში ჩამოსული დელეგაცია იურიდიული დახმარების ს..

2016-08-24

სამემკვიდრეო სამართალში ტრენინგი ჩატარდა

30 ივლისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები დაესწრნენ ერთდღიან ტრენინგს სამემკვიდრეო სამართლის შესახებ. სწავლება ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით და საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციასთან თანამშრომლობით. ტრენინგის ..

2016-07-30

სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი იურიდიული დახმარებით 14 ათასზე მეტმა პირმა ისარგებლა

სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი უფასო იურიდიული დახმარებით 14 ათასზე მეტმა პირმა ისარგებლა. ამას მოწმობს 2016 წლის პირველი ნახევრის სტატისტიკური მონაცემები, რომლებსაც იურიდიული დახმარების სამსახური აქვეყნებს. სტატისტიკის მიხედვით, უფასო საადვოკატო..

2016-07-28

დევნილთა უფლებების დაცვის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

22 ივლისს, ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის სასტუმროში „ანაკლია“ გაიმართა თემატური სამუშაო შეხვედრა დევნილთა სამართლებრივ საკითხებზე, რომელშიც მომაწილეობა მიიღეს იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს–ზუგდიდი..

2016-07-22

შეხვედრა ბაღდათის მუნიციპალიტეტში

22 ივლისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს ადვოკატები შეხვდნენ ბაღდათის რაიონის სოფელ ფერსათის ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას. შეხვედრის ფარგლებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მოქალაქეებს უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლ..

2016-07-22

მესტიის რაიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

იურიდიული დახმარების სამსახურის ზუგდიდის ბიუროს და მესტიის საკონსულტაციო ცენტრის იურისტებმა მესტიის რაიონში ერთობლივი საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. საზოგადოებრივი ადვოკატები შეხვდენენ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ადგილობრივ..

2016-07-18